დავით სხირტლაძე: ტექნიკური ფეხბურთით ირლანდიის დამარცხებაც შეგვიძლია და უელსისაც

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულმა დავით სხირტლაძემ, რომელიც ამჟამად გუნდთან ერთად დუბლინში ემზადება მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის, ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან ისაუბრა.

დანიური "სილკებორგის" თავდამსხმელის აზრით, საქართველოს ნაკრებს, ტექნიკური ფეხბურთის ხარჯზე, ირლანდიის დამარცხებაც შეუძლია და უელსისაც.

"ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ, რა შეუძლია ირლანდიას და განსაკუთრებით - უელსს. უელსი ნახევარფინალში გავიდა. ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ შეგვიძლია, რომ ტექნიკური ფეხბურთით ვაჯობოთ.

რა თქმა უნდა, ბრძოლა მოგვიწევს და ბრძოლაში ტოლი არ უნდა დავუდოთ, მაგრამ ტექნიკური ფეხბურთის ხარჯზე, ალბათ შეგვიძლია, რომ დავამარცხოთ ორივე გუნდი და ამას შევეცდებით.

კარგად
ვგრძნობ თავს ახალ გუნდში. რა თქმა უნდა გოლის გატანა გეხმარება, რომ უკეთესად შეხვდე სანაკრებო თამაშებს. გუნდში ურთიერთგაგება გვაქვს მაღალ დონეზე, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ბიჭთან ერთად მითამაშია აქამდეც და ნამდვილად მზად ვარ თამაშისთვის.

ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა გვაქვს ამ მატჩებისთვის, ამიტომ ვართ ამ ეტაპზე ოცდახუთნი. ყველას აქვს რეალური შანსი, რომ ითამაშოს და მართლა დაეხმაროს ნაკრებს. ამიტომ ერთმანეთის მხარში დგომა და შეცვლა არ იქნება პრობლემა", - განაცხადა დავით სხირტლაძემ.

ირლანდიასთან სამატჩო განაცხადში მყოფი 23 ქართველი ფეხბურთელის ვინაობას ვლადიმირ ვაისი დღეს გამოაცხადებს. ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება კი "ავივა სთედიუმზე" 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 18 /
აახვიეთ ცინიზმით სავსე კრიტიკოსებმა!!
saqartvelostvis!
05 ოქტომბერი 2016 18:50
0
ისე გულშემატკივრებს მოგება გვინდა ყოველთვის როგორც ფეხბურთელებს, მაგრამ, რეალურად საქართველოში მხოლოდ 2 სტადიონია სადაც საერთაშორისო მატჩების გამართვა შეიძლება,ბაზებზე და ბავშვების აკადემიებზე რო აღარაფერი ვთქვათ,ფეხბურთისთვის ჯერ რაღაც უნდა გაკეთდეს და მერე უნდა დაველოდოთ შედეგს ალბათ,გულშემატკივარს კი შედეგი უნდა ყოველთვის და მართლებიც არიან.
bebeto
05 ოქტომბერი 2016 14:57
0
ირლანდია-საქართველო X. ანგარიში 1-1 უელსი-საქართველო 1. ანგარიში 4-0. კარგად დაიმახსოვრეთ!!!
zura
05 ოქტომბერი 2016 14:51
0
Kecbaiac,cxadadzec da vaisic samive kargi mcvrtnelebia. Netavi magati donis Nakrebis bexburtelebi iyvnen. Xalxo ras chamt ertmanets. Mkvdrebs mourinioc rom dauyeno mcvrtnelad ra azri akvs
chanturia
05 ოქტომბერი 2016 14:44
0
კარგით რა... რისი მომგებები არიან ეხლა იმაზე უნდა ვწერდეთ და მიტინგებს ვაწყობდეთ ფედერაციასთან რო რაღაც რევოლუცია მოხდეს ბავშვთა ფეხბურთში, რომ ოთხი ხუთი წლის შემდეგ რაღაც გვეშველოს თორემ ამ დვალიშვილებისა და დანარჩენი მიცვალებულების იმედი მტერს ექნა
zmo
05 ოქტომბერი 2016 14:42
0
პატივს გცემთ ყველას, ვისაც შემტევი ფეხბურთი გიყვართ, თუმცა უნდა ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობები. ავსტრიასთან ზედმეტი სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, მაშინ პირველ ტაიმს 2:0-ს არ წავაგებდით. პირიქით ვუტევდით და უაზრო ჯარიმებმა მათ მისცა უპირატესობა, ხოლო გოლმა დიდი უპირატესობა. მე მგონი ტაქტიკა იყო სწორი -ყოველთვის მოწინააღმდეგეს არ გაუმართლებს.
haha
05 ოქტომბერი 2016 14:20
0
ზედმეტი სიფრთხილე არ ივარგებს როგორც ეს ავსტრიასთან იყო, არ ვამბობ იმას რომ თავქუდმოგლეჯილი უნდა შეუტიოთ ირლანდიას, მაგრამ უნდა ეცადონ შეტევები განახორციელონ. კიდევ ერთი, ბურთი შეგვიძლია ირლანდიასთან ჩვენ გვქონდეს და ეს კოზირი უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად, რადგან ბურთის დაჭერა ნაკრებში შეუძლია რამოდენიმე ფეხბურთელს.
bebeto
05 ოქტომბერი 2016 14:04
0
გამოიყვანს დვალიშვილს. ეს ისაა, მაგარი ცენტრფორვარდი როა, მაგრამ გოლი არ აქვს გატანილი. )))

ვლადიმერ, გამოიყვანე და ათამაშე ახალგაზრდები თავიდანვე. გარისკე და მიიღებ შედეგს
საბა
05 ოქტომბერი 2016 13:30
0
უნდა გარისკოს ვაისმა თორემ ეს ორი თამაში თუ წავაგეთ მაშინ საერთოდ დაანებონ თავი თამაშს და დაიშალონ
givi
05 ოქტომბერი 2016 13:28
0
ავსტრიის მეორე ტაიმის ტაქტიკა იყო: ა) ავსტრიელები დამსახურება, რადგან 2:0-ის მერე ცოტა გასეირნება მოინდომეს ბ) ანანიძის შორიდან დარტყმამ ავსტრიელები დააბნია. გ) ქომაგების მხარდაჭერა, განსაკუთრებით ანანიძის გოლის მერე და ბოლოს დ) გუნდის მონდომება ანუ პატრიოტიზმი.
აქედან ირლანდიაში ჩვენებს რჩებათ მარტო პატრიოტიზმი. ირლანდიელებს როგორც წესი შოტლანდიელებივით თავში არ უვარდებათ, ქომაგები იქ ცოტა იქნება, ანანიძეს ალბათ შორიდანვე ჩაკეტავენ.
ტექნიკით ჩვენ ირლანდია არ ვჯობივართ. ეს არც უნდა ცადონ, ბურთი ცენტრში ისე დაიკავონ რომ ჩაჭრის საშუალება არ მისცენ, იქნებ რამე გამოვიდეს.
haha
05 ოქტომბერი 2016 12:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული