უელსი VS საქართველო - ბოლო შანსი?

AutoSharing Option
დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ციკლში მესამე შეხვედრას სტუმრად უელსთან გამართავს.

მატჩი "კარდიფ სიტის" სტადიონზე თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

- [ისტორიიდან. ჩვენ და უელსი] ...როცა საქართველოც ვინმესთვის უხერხულია

8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თამაშამდე ბოლო წვრთნა "კარდიფ სიტის" სტადიონზე ჩაატარა. გუნდმა სრული დატვირთვით ივარჯიშა.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა [VIDEO]

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, სრული დატვირთვით ივარჯიშა საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ, რომელმაც ირლანდიასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო. მედიკოსთა გადაწყვეტილებით ფეხბურთელი უელსის წინააღმდეგ სპეციალური დამცავი ჩაფხუტით ითამაშებს.

მთავარი მწვრთნელის სამატჩო განაცხადში კვლავ ის 23 ფეხბურთელია, რომელიც ირლანდიასთან იყო.

"კარდიფ სიტიზე" ვარჯიშის დაწყებამდე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ვლადიმირ ვაისმა და ზურაბ ცისკარიძემ უპასუხეს.

- ვლადიმერ ვაისი: შესაძლოა, უელსთან მატჩი ჩვენი ჯგუფიდან გასვლის ბოლო შანსია...
- ზურაბ ცისკარიძე: ბეილის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევ D ჯფუფში აქამდე ორი მატჩი გამართა - შინ ავსტრიასთან ანგარიშით 1:2 წააგო, სტუმრად ირლანდიაში კი მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და ჯერჯერობით უქულოდაა.

დღესვე ჩვენს ჯგუფში სერბეთის ნაკრები ავსტრიას უმასპინძლებს, მოლოდვა კი ირლანდიას მიიღებს. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: ბუბა დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბ), ლაშა პარუნაშვილი (დინამო თბ), ვალერიან გვილია (ბატე, ბელორუსი);

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბ), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი).
მკითხველის კომენტარები / 10 /
სკეპტიკოსებს და იმათ ვინც ასეთ უთავმოყვარეო სტატუსებს წერთ, ნაკრებმა გაგცათ პასუხი თავისი თავდადებით და ლამაზი თამაშით. გენაცვალეთ ბიჭებოოოოო მთელი საქარტველო ამაყია დღეს თქვენით. იმ ხალხს მინდა ვუტხრა ვისაც თავისი ქვეყნის ნაკრების აბუჩად აგდება უყვარს და ატასს სისულელეს ჯხაბინტ აქ. თუ არ გსიამოვნებთ არ უყუროთ.
beqa
22:29 09-10-2016
0
სწორედ რომ ჩვენი საქმეა ფეხბურთი! ჩავარდნა ძალზე გაიწელა, მაგრამ სინათლე გვირაბის ბოლოს აშკარად გამოჩნდა. მიკვირს იმ ხალხის ჯერაც რომ ცხადაძეს მისტირის, თითქოს ის არ იყო ესტონეთთან და პოლონეთთან განადგურების მოთავე, თუ იმაზე კარგად თამაშOბდა ნაკრები, ვიდრე ავსტრია- ირლანდიასთან?...ბრმა უნდა იყოს კაცი რომ ვერ დაინახოს გინდაც ავსტრიასთან ჩატარებული მეორე ტაიმისა თU ირლანდიასთან თამაშის შეფასებისას ობიექტურობა არ გამოიჩIნო და ნაკრების თამაშში პროგრესი ვერ დაინახო. ნელ-ნელა მაგრამ წინ მაინც მივდივართ და მალე ნახავთ რეალურ შედეგებს. ჯგუფის სისუსტეზე ვინც ლაპარაკობს კიდევ ნამდვილად სცოდავს. ჯერ ერთი დათვალოს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე რამდენი გუნდი გვყავს ჯგუფში და შეადაროს თუნდაც H-ჯგუფს, ან გინდ С,E, და F ჯგუფები აიღეთ...მაგრამ ამას რა აზრი აქვს ეხლა?...მოკლედ მე პირადად მჯერა ქართული ფეხბურთის ნათელი მომავლის და მისი დღევანდელი მაგინებლები და ვაიგულშემატკივრები ახლო მომავალში ღიმილით გაიხსენებენ ამ საკმაოდ დიდ პერიოდს, სადაც ყველაფერ უბედურებასთან ერთად უიღბლობაც თან გვდევს.
murtalo
19:28 09-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული