
შეგახსენებთ, რომ ხვალ, ჩვენი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას კარდიფში უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
"ირლანდიასთან გულდასაწყვეტი მარცხი განვიცადეთ. შეხვედრაში, რომელშიც ვდომინირებდით, გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ და საპასუხოდ, ჩვენს კარში მივიღეთ. ვიმსახურებდით 3 ქულას... ავსტრიასთან, შესაძლოა, მთლად კარგი თამაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ გვქონდა რამდენიმე რეალური მომენტი, თუმცა იქაც უიღბლობამ გვიმტყუნა. იმედია, ხვალ ასე აღარ იქნება.
მწვრთნელთან ერთად ვიფიქრებთ, როგორ შევაჩეროთ გარეთ