სტადიონ "კარდიფ სიტიზე" მასპინძლებმა გატანა უკვე მე-10 წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ შეძლეს - თავით გიორგი ლორიას კარში ბურთი გარეთ ბეილმა გადაგზავნა.
გაშვებული გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა სცადეს მდგომარეობის გამოსწორება. ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე, ჯანო ანანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო -ბურთი ეულსელთა კარის ხარიხას მოხვდა.
ვლადიმირ ვაისმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია (კ), გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ბუბა დაუშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე.
უელსის ნაკრები: ჰენესი, განტერი, ტეოლორი, დევისი, უილიამსი, ჩესტერი, კინგი, ედვარდსი, ლედლი, ოუკსი, ბეილი.
ახლა პასუხი ჯანოს.ჯანო ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა აკლია და ირლანდიასთან ბოლოს ძალიან დაიღალა,დღეს ის გაცილებით კარგი იყო,ათამაშონ კიდევ ორი თამაში და მერე ნახე,რა შეუძლია თორნიკეს.ახლა კი უბრალოდ მადლობა გუნდს და კიდევ უკეთეს თამაშს ვითხოვთ მომავალ თამაშებში