ვლადიმირ ვაისი: ასეთი თამაშის შემდეგ ქულით გულდაწყვეტილები ვართ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უელსთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

"ვინმეს თამაშამდე რომ ეკითხა, კმაყოფილი ვიქნებოდი თუ არა უელსთან მოპოვებული ქულით, ვეტყოდი, რომ ეს ფანტასტიური შედეგი იქნებოდა, მაგრამ ასეთი თამაშის შემდეგ გვაქვს უფლება უკმაყოფილონი ვიყოთ და ვთქვათ, რომ 1 ქულაზე გული დაგვწყდა.

ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. პირველი 30 წუთი ცუდი იყო, რომლის მანძილზეც არაერთი შეცდომა დავუშვით, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ.

საკუთარ მოედანზე
ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ჩვენ ამას ვგრძნობთ. სამი მატჩის შემდეგ 1 ქულა გვაქვს, მაგრამ კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს და მე ამ ბიჭებით ძალიან ვამაყობ", - ციტირებს ვაისს reddit.com.
მკითხველის კომენტარები / 54 /
ვაის მალადეც რათქმაუნდა აუცილებლად უნდა დარჩეს დიდიხანი ჩვენ ნაკრებში რომ შედეგი დადოს ამ ბოლო სამი თამაშიდან არცერთი თამაში წასაგები არ იყო მინიმუმ 5ქულა უნდა ქონდეს ნაკრებს მალადეც ვაის და ბიჭებს ერთად შეკრული გუნდი გახდა მე ვამაყობ თქვენით ბიჭებო რაგაც რაგაცეები არის გამოსასწორებელი ამას თანდათან გამოასწორებთ ჩვენ გვჯერა თქვენი და ყველა თქვენ გვერდში ვიქნებით მოლდოვასთან სტადიონი უნდა გავამსოთ ხალხო და პირველი გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ ამ ციკლში გენაცცვალეთ ბიჭებო
qutaiski
12 ოქტომბერი 2016 12:35
0
ევროპის სჰესარცჰევსჰი ამ ნაკრებს პრეტენზია ექნება გასვლის. ასე ნელლ-ნელა წამოიწია ალბანეტი.
nika
10 ოქტომბერი 2016 16:58
0
დაცვის ცენტრში გვყავს უძლიერესი ფეხბურთელები საბა კვირკველია და კაშია კვირკველია საშა ჩივაძეა დაცვის ცენტრში
givi
10 ოქტომბერი 2016 14:54
0
აი ასე!!!!!!!! ჩვენ გვყავს ნაკრები და თუ სწორად გაკეთდა ყველაფერი, შედეგიც არ დააყოვნებს. ასეთი იედიანი დიდი ხანია არ ვყოფილვარ, მიუხედავად ბოლი ორ თამაშში აღებული მხოლოდ ერთი ქულისა. წარმატებები ბიჭებო. ასე რა!!!!! გაგვახარეთ.
zaal
10 ოქტომბერი 2016 14:02
0
მაგრა ვითამაშეთ. ყოჩაღ ბიჭებს და მწვრთნელს. ნამდვილად ვაისი ძლიერია. ავსტრიასთან ცუდად ითამაშა დაცვამ, მეორე თამაშსივე გამონახა გამოსავალი სუსტი ამისულაშვილი ჩაანაცვლა კაშიამ. დაცვა გამოსწორდა. სისწრაფე მოემატათ და ბურთის ამოტანაც უკეთ გამოსდით, ასევე კაშია ჩაანაცვლა აღმოჩენით გვილიათი, მაგარი ხარ გვილია, ასე გააგრძელე გვჭირდები, შეტევა მაგრა შეათამაშა გადანაცვლებები ადგილების კარგად გამოგვდის, მადლობა ყველას და ვაისს.
mamuka br
10 ოქტომბერი 2016 13:51
0
მოკლედ ბიჭები თავს არ ზოგავენ და მწვრთნელიც, მართლა კაი გამოგვადგა. მგონი ეხლა მთავარი პრობლემა იღბალთან გვაქვს და ის დრო ხომ არაა ვაკანსია გამოვაცხადოთ ნაკრებისთვის კაი შამანის პოზიციაზე? :))))
Temo
10 ოქტომბერი 2016 13:28
0
ასეთი დალაგებული ჩვენი ნაკრები გინახავთ ოდესმე? ბურთის ამოტანა, მისი კონტროლი, შემდეგ გამწვავება, დროული დაზღვევა, ანუ საქართველო თამაშობს თანამედროვე ლამაზ და შემტევ ფეხბურთს, თუმცა დასახვეწი უამრავი რამ არის, მაგრამ პროგრესი სასიამოვნოდ შესამჩნევია, შესაბამისად ვაისი რა თქმა უნდა უნდა დარჩეს, ბოლო ბოლო ირლანდიაც და ევროპის ოთხეულის გუნდიც უმეტესი ხანი მეორე ნომრად გვეთამაშებოდნენ საკუთარ მოედანზე. გიხაროდენ! ქართული ფეხბურთი ცოცხალია!!!
bavaria
10 ოქტომბერი 2016 13:27
0
ყოჩაღ ბიჭები, ოქრიაშვილი საერთოდ ცალკე თემაა, ძალიან ნიჭიერია და მშრომელი მოედანზე. ძალიან მინდა კარგ გუნდში მოხვდეს ბოლოსდაბოლოს
B-52
10 ოქტომბერი 2016 13:23
0
ფორვარდი გვჭირდება გამტანი ფორვარდი მჭედლიძემ იქნებ დაიბრუნოს ფორმა და ნაკრებს მერე უფრო გამოადგება,აგრეთვე ქვილითაიამ უნდა იბრძოლოს რაპიდში ძირითადში მოსახვედრად რადგან რაპიდი მაღალი დონის კლუბია და ქვილითაიაც ძალიან ნიჭიერი ფორვარდია, ნეკრებს ესეც უნდა გამოადგეს.
bebeto
10 ოქტომბერი 2016 12:57
0
19 წლიანებში ვამბობდი კაკაბაძეზე ფეხბურთელია მეთქი და მიხარია, რომ არ შევცდი. ოქრიაშვილს მადლობა ყველა თამაშისთვის, რაც კი ნაკრებში ითამაშა, სულ ჯიგარია. არ შეჩერდე, იშრომე და დამიჯერე ძალიან ძლიერ გუნდში მოხვდები, ოღონდ მერეც არ შეჩერდე. იგივეს ვუწინასწარმეტყველებ ყაზაიშვილს და კვირკველიას. დანარჩენებსაც გისურვებთ დიდ წარმატებებს.
ცაგარელი
10 ოქტომბერი 2016 12:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული