მამუკა წერეთელი: საქართველოს ნაკრებში მარჯვენა მცველის პრობლემა მოიხსნა!

AutoSharing Option
ფოტოზე: ოთარ კაკაბაძე
საქართველოს ნაკრებმა "კარდიფ სიტი სთედიუმზე" უელსთან ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ქულა მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაში ანგარიში გარეთ ბეილმა გახსნა, მეორე ტაიმში კი თორნიკე ოქრიაშვილმა გაათანაბრა.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა მამუკა წერეთელმა, რომელიც ამჟამად ჩიკაგოს საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელია, შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ნაკრებს მწვრთნელის ხელი დაეტყო. ბიჭები უმატებენ. მომეწონა ორივე ახალი მოთამაშე - ვაკო გვილია და ოთარ კაკაბაძე.
მარჯვენა მცველის პრობლემა მოიხსნა! ასე გააგრძელონ და შედეგი აუცილებლად მოვა!

უნდა შევაქოთ ბიჭებიც და მწვრთნელიც. იშრომეს, იბრძოლეს... მადლობა"!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
navalovski qartveli gatuzoa
vova tsereteli
11 ოქტომბერი 2016 18:56
0
დღითიდღე "იზრსება" ეს ბიჭი. აშკარაა, რომ ირწმუნა თავის ძალა, და რაც ყველაზე თვალშისაცემი იყო წინა თამაშებში, აკლდა ის "სითავხედე"; და მადლობა ღმერთს უკვე "გათავხედდა" და გაბედულად ცდილობს მეტოქის "აწიოკებას". რაც შეეხება გვილიას: ერთი სიამოვნებაა ამ ბიჭის თამაშის ყურება. ისეთი დამაჯერებელია, რომ გამოცდილ მოთამაშესაც კი შეშურდება. გენაცვალეთ!
levani kaxeti
11 ოქტომბერი 2016 16:45
0
ვეთანხმები მამუკა წერეთელს, მარჯვენა მცველის პრობლემა მოიხსმა! ძალიან ნიჭიერი, ტექნიკური და მებრძოლია კაკაბაძე. ასევე გვილიას შევაქებ იგივე სიტყვებით. მთავარია იბრძოლეს ბიჭებმა.
რამო ბათუმი
11 ოქტომბერი 2016 15:42
0
როგორ აკლია ამ ფორმაციიც ნაკრებს შოთის მსგავსი გოლეადორი ფორვარდი.
ბიძინა
11 ოქტომბერი 2016 15:36
0
ვინ დარჩა,ყველგან პრობლემა გვქონია...
status quo
11 ოქტომბერი 2016 12:55
0
ჯანო პროფესორ, მაგრად აზროვნებს.
zizu
11 ოქტომბერი 2016 12:22
0
ნავალოვსკის ნაცვლად ცისკარიძე და ცენტრ ფორვარდის დიდი პრობლემა გვაქვს.
barsa
11 ოქტომბერი 2016 12:19
0
ფორვარდის ნაკლებობას რამდენი წელია ნაკრები განიცდის, არა და არც ჩანს არავინ პერსპექტივაში. ნახევარდაცვის იმედზე ვართ.
Merab
11 ოქტომბერი 2016 12:16
0
ოქრის დონის არავინ არ გვყავს, მაგრამ ორივე ახალი კარგები იყვნენ იმედია კიდე მოუმატებენ. გვილიამ მაგარი შეცდომა დაუშვა ისე ერთ მომენტში. მეტი სტაბილურობა უნდა მოვითხოვოთ მოსაგები უნდა მოვიგოთ და სენსაცია რაც იქნება ეგ ბონუსი გვექნება.
me
11 ოქტომბერი 2016 11:59
0
მემგონი ცისკარიძე ნავალოვსკის აჯობებს, ის უფრო სწრაფი და ფიზიკურად ძლიერია. კოულმენმა რაც ნავალოვსკის უქნა მეეჭვება ცისკარიძესთვისაც იგივე ექნა. უბრალოდ კორპუსით ჩაკეტდა.
giorgi
11 ოქტომბერი 2016 11:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული