გურამ კაშია: ჩემთვის მომავალ 3 მატჩში 9 ქულის აღება რეალურია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ დღეს, 8 ნოემბერს, სასტუმრო "ჰუალინგში" ჟურნალისტებთან მუნდიალი 2018-ის შესარჩევში მოლდოვის ნაკრებთან მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.

"მოლოდინი ამ მატჩისგან ყველას ერთი გვაქვს - მოგება და ის გვესაჭიროება კიდეც. ირლანდიასთან და უელსთან ჩატარებული შეხვედრების შემდეგ გულშემატკივარს იმედი გაუჩნდა, ჩვენც კარგი განწყობა შევიქმენით და ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება - ამის უფლება არ გვაქვს! რთული მატჩი გველის, მაგრამ დადებითი შედეგისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ.

თუ მოლდოვა დაცვით სტილს აირჩევს, თამაში უფრო გაგვიჭირდება, მაგრამ, როგორც ვთქვი, 3 ქულას ვგეგმავთ და თამაშის
ხარისხი ისევ ისეთი კარგი უნდა იყოს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუნდაც, პირველი გოლი კონტრშეტევაზე მოლდოვამ გაგვიტანოს, მაგრამ 90 წუთს ვთამაშობთ და ამ დროის განმავლობაში შედეგს ნებისმიერ ფასად უნდა მივაღწიოთ.

ჩემთვის მომავალ 3 მატჩში 9 ქულის აღება რეალურია. ვერ გეტყვით, 3 თამაშის მერე უელსის, ირლანდიის, სერბეთის ნაკრებები სად იქნებიან. ეს ისეთი ჯგუფია, წინასწარ ვერ დაგეგმავ ქულებს. უელსი იყო ჩვენთან ფავორიტი, მაგრამ ვერ მოგვიგო - ამ ჯგუფში ბევრი ასეთი მატჩი იქნება. დღეს მე ვერ გეტყვით, რომელ ადგილზე დავამთავრებთ ჯგუფურ ეტაპს, მაგრამ დღეს მე კი არა, ვერც უელსი, სერბეთი და ირლანდია გეტყვიან, რომელ ადგილზე დაასრულებენ ჯგუფს.

დაგვიბრუნდა კაპიტანი, ჯაბა კანკავა. მისი დაბრუნება ძალიან კარგია, რადგან ის ნებისმიერი გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და პირველი 3 ქულის მოსაპოვებლად ვემზადებით", - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებებს შორის მატჩი 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
თქვენი წინაპრები ანგრევდნენ მოლდაველებს და თქვენი მონდომებიტ დაგვანახეთ, რომ ღირსეული შთამომავლები ხართ ყიფიანის , დარასელიასი, ჩივაძესი, შენგელიასი, გუცაევისი და სხვა მრავალთა...
გიორგი
09 ნოემბერი 2016 10:52
0
გურამ დაგეგმვავს, ბოლომდე დახარჯვა ჯობია მოედანზე და მოგებაც გარანტირებული გექნებათ, ეს აუხსენი ბიჭებს, მთელი საქართველო თქვენთანაა, გვანახეთ მონდომება და რომ თითოეული გამოძახებულთაგანი, ღირსნი ხართ ნაკრების მაისურის მორგების!!!
გიორგი
09 ნოემბერი 2016 10:48
0
შენპირს შაქარი 9 ქულის აღება კარგი იქნება გურამ. მოგებები სამივე გუნთან მოლდოვსთან აქაც და იქაც ჩათვლით.
კახა
09 ნოემბერი 2016 10:18
0
ნურაფერს ნუ დაგეგმავთ კაშო. თითოეული თამაში ითამაშათ როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი და სანაკრებო კარიერის ბოლო მატჩი. წიწილებს შემდეგი წლის შემოდგომაზე დავითვლით.
ლუკა
09 ნოემბერი 2016 07:43
0
ნებისმიერ გუნდთან მოსაგებათ უნდა გავიდეთ სახლშიც და გასვლაზეც და ბოლომდე,არავინ არ არის უკვე ჩვენზე მეტი არც ფეხბურთის სიყვარულით არც ფეხბურთის ისტორიი და არც ვარსკვლავებით,წარმატებები ბიჭებო
michael
09 ნოემბერი 2016 04:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული