- "ამკარის" მცველი გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებში გამოიძახეს. რამ გამოიწვია 22 წლის ბიჭის ეს წარმატება?
- ალბათ, ის აკმაყოფილებს სტანისლავ ჩერჩესოვის მოთხოვნებს. მე მასთან რამდენიმე საუბარი მქონდა, სადაც ჯიქიას შანსებზე ვლაპარაკობდით. ჩერჩესოვს მისი გამოძახება მომდევნო წელს სურდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის უფრო ადრე დასჭირდა ნაკრებს.
კარგია, როცა ნაკრების თავკაცი თავად რეკავს და ფეხბურთელის მდგომარეობაზე
- რა უსურვეთ ჯიქიას, როცა ნაკრებში მიემგზავრებოდა?
- არაფერი განსაკუთრებული არ მითქვამს გზაზე. ჟორას ეგრევე ვუთხარი, რომ მას ნაკრებში ელიან. აქამდე კიდევ ერთი ასეთი საუბარი გვქონდა, მისი ხილვა ხომ საქართველოს ნაკრებშიც სურდათ. მოკლედ, ახლა წყდებოდა, სად ითამაშებდა ახალგაზრდა ბიჭი, საქართველოს ნაკრებში თუ რუსეთისაში.
- ჯიქიას რომ საქართველოს ნაკრები აერჩია, ის რუსულ პრემიერლიგაში ლეგიონერად ჩაითვლებოდა, მოსკოველი ბიჭი...
- ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაწყობს, რომ ჟორამ რუსეთის ნაკრებში ითამაშოს. ეს ლოგიკურია, რადგან აქ გაიზარდა, როგორც ფეხბურთელი ჩამოყალიბდა. მეორე მიზეზი კი სწორედ ლიმიტია. მას რომ საქართველო აერჩია, შეიძლება სასტარტოში მოხვედრის პრობლემები გასჩენოდა.
შეგახსენებთ, რომ ჯიქია რუსეთის ნაკრებთან ერთად დოჰაში ამხანაგური მატჩისთვის ემზადება ყატარის წინააღმდეგ.
ლეო მესისაც სთავაზობდნენ ესპანეთის ნაკრებს თავის დროზე და რაღაც არ მახსოვს ვინმეს დაებლოკოს მისი თამაში ბარსას ძირითადში :) და საერთოდ შევეშვათ მგონი ჯობია მაგ ბიჭს, რუსია და რუსეთის ნაკრებში თამაშობს.. ერთი ანტონ სიხარულიძე იყო ქართველი და მეორე ეგაა :)))