12 ნოემბერს ალექსანდრე ამისულაშვილის ნაკრებიდან გაცილების ცერემონია გაიმართება

AutoSharing Option
12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" წლის ბოლო ოფიციალური მატჩის დაწყებამდე, 20:40 საათზე ალექსანდრე ამისულაშვილის ეროვნული ნაკრებიდან გაცილების ცერემონია გაიმართება.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ალექსანდრე ამისულაშვილი მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარს "დინამო არენის" მედიაცენტრში გააკეთებს.

ალექსანდრე ამისულაშვილი 15 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი.

მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2002 წელს საქართველო-სამხრეთ აფრიკის ამხანაგური დაპირისპირებისას შედგა და მას შემდეგ, 2016 წლის ჩათვლით, მან ნაკრების მაისურით 50-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.

15-წლიანი სანაკრებო კარიერა ალექსანდრე ამისულაშვილმა 2016 წლის 5 სექტემბერს დაასრულა. საქართველო-ავსტრიის შეხვედრაში ალექსანდრემ
კაპიტნის სამკლავურით ითამაშა.

- ალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა!
- ამ საქმიდან სიამოვნებას ვეღარ ვიღებ - ალეკო ამისულაშვილი "დინამოდან" წავიდა

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
გავაცილოტ ხალხო რა გჰირტ ამასჰი ტანხა რო იხარჯებოდეს გამეგება მაგრამ ისე ტასჰი დაუკრატ და ვსიო
Manoni
09:07 12-11-2016
0
დაიმსახურეს დაიმსახურეს ზუსტადაც რაც შეეძლოთ აკეთებდნენ ღირსეულად მოიქცა არ შეეძლო და წავიდა..... მერე მეორეც ძალიან შეიცვალა ნაკრებში სიტუაცია გაცილებები, შეჯიბრებები, ფორმის მოწესრიგება ეს ყველაფერი ძალიან კარგად მოქმედებს ნაკრებზე ვაისის დამსახურებაა ძალიან კარგია
ზევსი
00:23 12-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული