ვლადიმირ ვაისი: ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ის ტოვებს საქართველოს ნაკრებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ალექსანდრე ამისულაშვილის განცხადებას სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

- ალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა!

"ამისულაშვილი ძალიან კარგი ფეხბურთელი და ასევე ძალიან კარგი ადამიანია. მან ეს დაამტკიცა თავისი მრავალწლიანი კარიერის მანძილზე, როგორც ნაკრებში, ისე კლუბში თამაშისას.

ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ის ტოვებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მან თავისი გადაწყვეტილების შესახებ შემატყობინა და ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია მისი გადაწყვეტილება.

ის ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და ამ ნახევარი წლის მანძილზე გვერდში მედგა. მისი
აზრი, როგორც დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშის, ჩემთვის გასათვალისწინებელი იყო, განსაკუთრებით, ნაკრების ფეხბურთელებთან ურთიერთობისას. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში" - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

ამისულაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2002 წელს საქართველო-სამხრეთ აფრიკის ამხანაგური დაპირისპირებისას შედგა და მას შემდეგ, 2016 წლის ჩათვლით, მან ნაკრების მაისურით 50-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდი მადლობა მას იმისათვის რაც ნაკრებისათვის გააკეთა. რაც შეეძლო ის შეეძლო და ის გააკეთა რას ვიზამთ. მიუხედავად იმისა რომ საფეხბურთო ცოდნით, ინტელექტით და თუნდაც ტექნიკით ევროპული წამყვანი საფეხბურთო სკოლების 14–15 წლის ბავშვების დონემდეც ძლივს არის მაინც მასზე უკეთესი მცველი არ გყვავს დღეს საქართველოში ძალიან სამწუხაროა მაგრამ ასეა. მარაზმია იმის მტკიცება რომ ამ ჯგუფში ან მომავალ რამოდენიმე ჯგუფში რაიმეს შანსი გვექნება. დღეს ევროპული საზომებით ისეთი ძალიან საშუალო და საშუალოზე დაბალი დონის გუნდები როგორებიც ავსტრია, სერბეთი და ირლანდია არიან (უელსი უკვე გრანდია) ჩვენზე 150 წლით წინ არიან ფეხბურთის განვითარებით. ასე რომ საქმის კეთება თავიდან უნდა დავიწყოთ მივყვეთ და ალბათ 25–30 წლის შემდეგ რაიმეს შანსი გვექნება (ისევე როგორც ბელგიამ, გერმანიამ და მსგავსმა გრანდებმა დაიწყეს)
გივია
02:00 10-09-2016
0
უნადური ხალხი ხართ.. ესპანეთთან თბილიში ჩატარებულ თამაშშიც საუკეთესო იყო და გასვლაზე მოგებულ თამაშშიც.. დიდხანს მოგვიწევს ისეთი ფეხბურთელის ლოდინი რომლის კაპიტნობითაც ესპანეთისნაირ გუნდს მოვუგებთ
giorgi
22:46 09-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული