საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე შეხვედრა მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

თბილისში, "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა მე-16 წუთზე გახსნა. ამის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს გატანის შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტუმრებმა გათანაბრება 78-ე წუთზე, ალეხანდრუ გაცკანის ეფექტური გოლით მოახერხეს. ამ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიდან წინ იყო გამოსული.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ D ჯგუფში 2
ქულა აქვს და კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზე რჩება. ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2017 წლის 24 მარტს თბილისში, სერბეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დღესვე ჩვენს ჯგუფში ავსტრია ირლანდიას მასპინძლობს, უელსი კი - სერბეთს.

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, დაუშვილი, გვილია (72, დვალიშვილი), ყაზაიშვილი (80, სხირტლაძე), ოქრიაშვილი, ჭანტურია, ქვილითაია (64, კანკავა).
მკითხველის კომენტარები / 115 /
რაგინდათ ხალხნო აბა რას ელოდით
Le Us
12 ნოემბერი 2016 23:10
0
საქართველო გადარჩება?:))))))
:))
12 ნოემბერი 2016 23:09
0
არ იციან თამაში და მორჩა,რაგბისტებს გაუმარჯოს ფეხბურთი ჩვენთან მოკვდა კარგა ხანია, ერთი ტაიმით ან ერთი-ორი თამაშით ილუზიებს ტყუილად ვიქმნით ხოლმე სამწუხაროდ
Aleqsandre
12 ნოემბერი 2016 23:09
0
უბრალოდ ღირსების ნატამალი არ გააჩნიათ ჩვენ ფეხბურთელებს.მარტო პირადულზე ფიქრობენ და ნაკრები და ქვეყანა საერთოდ არ აინტნრესებთ... წადით ბიძიკო საერთოდ ნუ ითამაშებთ და ჩვენც ნუ მოგვიშლით ნერვებს...
მოსად
12 ნოემბერი 2016 23:07
0
არ იციან თამაში და მორჩა
auuuu
12 ნოემბერი 2016 23:06
0
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპაში აღარ დარჩნენ გუნდები, ვისთანაც ჩვენ პირველ ნომრად თამაში შეგვიძლია - ასეთი გუნდები, ალბათ, სადმე ოკეანიაში უნდა ვეძიოთ.... ფრე სავსებით ლოგიკური შედეგი იყო, იმ გაგებით, რომ თუკი ვინმე ამ თამაშში სამ ქულას იმსახურებდა, ეს მოლდოვას ნაკრები უფრო იყო, ვინემ - საქართველოსი....
მიზეზები შეიძლება ყველგან და ყველაფერში ვეძებოთ - მსაჯობიდან დაწყებული და მწვრთნელით დამთავრებული, მაგრამ ჩემი აზრით, დღეს ქართველებს სპორტის ორივე სახეობაში სწორედ ის საბრძოლო სულისკვეთება დააკლდათ, რუსები რომ უბრალოდ "დუხ"-ს ეძახიან....
მსქროლავი ტროლი
12 ნოემბერი 2016 23:05
0
ძალიან სამწუხარო არის. ეს ფრე წაგების ტოლფასია. ეს ანგარიში ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად დათრგუნავს, თავდაჯერებას დაუკარგავს. ჯგუფის აუტსაიდერს რომ თბილისში ვერ მუგებ რაღაზე გვაქვს პრეტენზია? მეორე ტაიმში ქაოტურად მოქმედებდა საქართველოს ნაკრები. ვერ ალაგებდა თამაშს. შედეგი ლოგიკურია.
ლუკა
12 ნოემბერი 2016 23:04
0
საბოლოო ჯამ ჯამში მეზიზGებით>>>
fcd
12 ნოემბერი 2016 23:04
0
გვილია შენ კიდე ჯერ არხარ პირლო და თავი შეიკავე ვარსკვლავობისგან>>>>>
fcd
12 ნოემბერი 2016 23:02
0
რა ქნა ლორიამ????ამგენის საშველი არ იქნბა
ილია
12 ნოემბერი 2016 23:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული