საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე შეხვედრა მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

თბილისში, "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა მე-16 წუთზე გახსნა. ამის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს გატანის შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტუმრებმა გათანაბრება 78-ე წუთზე, ალეხანდრუ გაცკანის ეფექტური გოლით მოახერხეს. ამ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიდან წინ იყო გამოსული.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ D ჯგუფში 2
ქულა აქვს და კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზე რჩება. ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2017 წლის 24 მარტს თბილისში, სერბეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დღესვე ჩვენს ჯგუფში ავსტრია ირლანდიას მასპინძლობს, უელსი კი - სერბეთს.

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, დაუშვილი, გვილია (72, დვალიშვილი), ყაზაიშვილი (80, სხირტლაძე), ოქრიაშვილი, ჭანტურია, ქვილითაია (64, კანკავა).
მკითხველის კომენტარები / 115 /
მაინტერესებს ერთი რომელი ამტყუნებთ ჯიქიას? კაცი რუსეთში დაიბადა-გაიზარდა, გვარი აქვს მარტო ქართული და აქ რატომ უნდა ითამაშოს? ასეთ ბანძ ნაკრებში თამაში ვის მოუნდება? 140 მდე რეიტინგში. კაცი ჩაითვლება ლეგიონერად და ვეღარც იქ ითამაშებს ნორმალურად. ღირდეს მაინც აქაურ ნაკრებში თამაში! რომელი გამოვიდა და ბოდიში მოიხადა? ხალხი ბოლო კაპიკებს აძლევს ბილეთებში და ესენი კიდე თამაშის მერე შარდენს ყრიან დროს ატარებენ... ცხადაძე არ უნდა გაეშვათ.
ქომაგი
14 ნოემბერი 2016 16:48
0
დავიწყოთ-ნაკრებს ყავს ნამდვილად კარგი მწვრთნელი.თაობათა ცვლა დაიწყო-ეს ამისულაშვილმა გაგვახსენა თორემ ადგილის დამთმობი არავინაა.ლორიამ-ამ თამაშით -2-ქულა დააკარგვინა საქართველოს ნაკრებს.ამიტომ ლორიამ ისე როგორც ამისულაშვილმა -3- ქულა აჩუქა ავსტრიას წავიდა და ლორია და ასევე ლობჟანიძეც გაყვნენ მას.-5-ქულა პატარა არაა ეხლა დანარჩენზე კანკავაზე რომ ვიკლავთ თავს გამახსენეთ ერთი მაგის საუკეთესო თამაში.ყველა თამაშში-3-ია. რაც შეეხება თავდასხმას ვინც გვყავს გვყავს მაგრამ-ამ უქნარა დვალიშილმა -4- მწვრთნელი ისე გამოიცვალა -4- ბურთი არ გაუტანია-4-ჯერ არ დაურტყამს კარში და -4- სწორი პასი არ გაუკეთებია. არაუშავს შანსები ჯერ არის კიდევ -აი სწორი დასკვნების გაკეთებაა საჭირო.
ქუთაისელი
14 ნოემბერი 2016 10:44
0
gamoidzaxet ARABIDZEEEEE,vaaaaa...ra xalxi xart tqven....kankava tramvis shemdeg mzad ar iyoo...chanturiam rac pirvel taimshi gaaketa,meoreshi matrabazobit wyalshi chayara.....dvalishvili saertod sxagan xvdeba didi xania da unda wavides uechveli...okriashvili pizika 0 da mondomebac aklda gushin....loria dvalishvils unda miayolo,isev revishvili an makaridze....jigaurs aucileblad meti dro chirdeba,gviliam unda itamashos da isev da isev arabidze...
mn
13 ნოემბერი 2016 23:17
0
იაშკა!არ უღალატო სიმართეს.ვაკე
ძმაკაცობა
13 ნოემბერი 2016 22:19
0
არ არი საქარტველოს დროსჰის ქვესჰ სატამასჰო ეს გუნდი. მოკვდა პეხბურტი საქარტველოსჰი
murtazi
13 ნოემბერი 2016 22:05
0
საქართველოზე მაგარი ქვეყანა არ არსებობს,პატივი ეცით სამშობლოს,მადლობა
ელკიარ ლარსენი
13 ნოემბერი 2016 21:37
0
აააააააააააააააა
ზაზა
13 ნოემბერი 2016 21:23
0
მატჩის შემდეგ ღამით, შარდენზე ერთერთ კლუბში ვნახე ოქრიაშვილი, ჭანტურია და კიდევ რამოდენიმე, არ ვიცი მათი სახელები, მთვრალები, სიგარეტებით(საკითხავია ნამდვილად სიგარეტი იყო თუ სხვა რამე) ხელში... რაღა უნდა ილაპარაკო ამის შემდეგ...
nika
13 ნოემბერი 2016 21:09
0
20 თეთრი სანამ არ გახდება ნაკრების თამაშზე წასასვლელი ბილეთები მანამ მე სტადიონზე წამსვლელი აღარ ვარ
ბილეთები 20 თეთრად
13 ნოემბერი 2016 20:07
0
2 თვეში გუნდი არ კეთდება,მითუმეტეს ჩვენი რესურსით! ვაისი ჩვენი დასაწუნი სპეციალისტი ნამდვილად არაა. მთავარია გუნდს დალაგების ტენდენცია შეეტყო. მოლდოვასთან ალბათ ნამეტანი დავიჯერეთ მოგება და გოლიც მივიღეთ. ჩემი ხმა ვ ა ი ს ს , მ ი ნ ი მ უ მ 2 წ ე ლ ი უ ნ დ ა ი ყ ო ს გ უ ნ დ შ ი!!!
დავითი
13 ნოემბერი 2016 20:05
0

სიახლეები პოპულარული