საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე შეხვედრა მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

თბილისში, "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა მე-16 წუთზე გახსნა. ამის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს გატანის შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტუმრებმა გათანაბრება 78-ე წუთზე, ალეხანდრუ გაცკანის ეფექტური გოლით მოახერხეს. ამ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიდან წინ იყო გამოსული.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ D ჯგუფში 2
ქულა აქვს და კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზე რჩება. ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2017 წლის 24 მარტს თბილისში, სერბეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დღესვე ჩვენს ჯგუფში ავსტრია ირლანდიას მასპინძლობს, უელსი კი - სერბეთს.

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, დაუშვილი, გვილია (72, დვალიშვილი), ყაზაიშვილი (80, სხირტლაძე), ოქრიაშვილი, ჭანტურია, ქვილითაია (64, კანკავა).
მკითხველის კომენტარები / 115 /
მაინტერესებს ერთი რომელი ამტყუნებთ ჯიქიას? კაცი რუსეთში დაიბადა-გაიზარდა, გვარი აქვს მარტო ქართული და აქ რატომ უნდა ითამაშოს? ასეთ ბანძ ნაკრებში თამაში ვის მოუნდება? 140 მდე რეიტინგში. კაცი ჩაითვლება ლეგიონერად და ვეღარც იქ ითამაშებს ნორმალურად. ღირდეს მაინც აქაურ ნაკრებში თამაში! რომელი გამოვიდა და ბოდიში მოიხადა? ხალხი ბოლო კაპიკებს აძლევს ბილეთებში და ესენი კიდე თამაშის მერე შარდენს ყრიან დროს ატარებენ... ცხადაძე არ უნდა გაეშვათ.
ქომაგი
16:48 14-11-2016
0
დავიწყოთ-ნაკრებს ყავს ნამდვილად კარგი მწვრთნელი.თაობათა ცვლა დაიწყო-ეს ამისულაშვილმა გაგვახსენა თორემ ადგილის დამთმობი არავინაა.ლორიამ-ამ თამაშით -2-ქულა დააკარგვინა საქართველოს ნაკრებს.ამიტომ ლორიამ ისე როგორც ამისულაშვილმა -3- ქულა აჩუქა ავსტრიას წავიდა და ლორია და ასევე ლობჟანიძეც გაყვნენ მას.-5-ქულა პატარა არაა ეხლა დანარჩენზე კანკავაზე რომ ვიკლავთ თავს გამახსენეთ ერთი მაგის საუკეთესო თამაში.ყველა თამაშში-3-ია. რაც შეეხება თავდასხმას ვინც გვყავს გვყავს მაგრამ-ამ უქნარა დვალიშილმა -4- მწვრთნელი ისე გამოიცვალა -4- ბურთი არ გაუტანია-4-ჯერ არ დაურტყამს კარში და -4- სწორი პასი არ გაუკეთებია. არაუშავს შანსები ჯერ არის კიდევ -აი სწორი დასკვნების გაკეთებაა საჭირო.
ქუთაისელი
10:44 14-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული