საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს გიორგი ნემსაძე გაწვრთნის

AutoSharing Option
დღეს, 4 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" 17-წლამდე ნაკრების შეკრება დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ფეხბურთელებს ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინა - ამიერიდან 17-წლამდე ნაკრებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე უხელმძღვანელებს, მისი თანაშემწე კი გიორგი ხიზანიშვილი იქნება.

ცვლილებაა სფფ-ის სტრუქტურაშიც - ეროვნული ნაკრების გარდა, ალექსანდრე იაშვილი ამიერიდან ასაკობრივ ნაკრებებსაც უხელმძღვანელებს.

"ჩემთვის დიდი პატივია, წარმოგიდგინოთ ახალი მთავარი მწვრთნელი - გიორგი ნემსაძე. მას ქართულ ფეხბურთში დიდი წარდგენა არ სჭირდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთად წარმატებული წელი
გველოდება. ყოველთვის იცოდეთ და გჯეროდეთ ერთი: რა კარიერაც არ უნდა გქონდეთ, სადაც არ უნდა ითამაშოთ, რასაც არ უნდა მიაღწიოთ ცხოვრებაში, ვერასდროს ვერაფერი გადასწონის იმას, რასაც ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმა ჰქვია. ნაკრებში ღირსეული თამაში და ქვეყნისა და გულშემატკივრებისთვის ბრძოლა არის ყველაზე დიდი ჯილდო სპორტსმენისთვის" - ამ სიტყვებით მიმართა ალექსანდრე იაშვილმა 17-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებს.

სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა იქვე მადლობა გადაუხადა ნაკრების ყოფილ მწვრთნელ გურამ ასპინძელაშვილს და წარმატებები უსურვა მას კარიერაში.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები დღეიდან 10 დღის განმავლობაში შეკრებას "ბასაზე" გაივლის, 14 იანვარს კი მინსკში გაემგზავრება, სადაც "განვითარების თასზე" მიიღებს მონაწილეობას.

ამჟამად გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით 30 ფეხბურთელი ვარჯიშობს...

მეკარეები: აკაკი თვალოძე (დინამო თბ), ლუკა ხარშილაძე (ლოკომოტივი), მამუკა ბახტაძე (საბურთალო);
მცველები: სანდრო მელიქიშვილი (საბურთალო), ირაკლი წაქაძე (ტორპედო), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), აკაკი წაქაძე (დინამო თბ), გიორგი აბზიანიძე (სფფ აკადემია), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ბექა ხარაიშვილი (საბურთალო);
ნახევარმცველები: ლუკა ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ცოტნე ჩოთალიშვილი (სფფ აკადემია), შალვა მაღალდაძე (დინამო თბ), ბექა აშორდია (სფფ აკადემია), ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), დავით ლორთქიფანიძე (ატალანტა, იტალია), ზურა დავითაშვილი (დინამო თბ), გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), საბა ჯინჭარაძე (შუქურა), ოთარ ფარულავა (ავაზა), ჯინო თუდები (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), ედიშერ უგრეხელიძე (ესენი, გერმანია);
თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი იაკობიძე (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ნიკა ქუთათელაძე (პსჟ, საფრანგეთი).

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
სანამ დროა სჯობის 19-წლამდელებსაც გამოუცვალოთ მწვრთნელი,თორე ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე საკუთარ კედლებში სამი წაგება გარანტირებულია...
gocha
05 იანვარი 2017 15:17
0
badri..სეხნი, შობა ახალ წელს გილოცავ..ასევე ყველას გილოცავთ..
ანონიმირობა შეიძლება საშუალებას გაძლევს თავისუფლად გამოთქვათ აზრი, მაგრამ ამ ხალხს მსგავსი სახელის ნაცნობებიც რომ ყავთ, რა ვიყოთ ამ ამბავს?
სრული სახელით დავწეროთ ხოლმე პოსტი, ჯობია, ვფიქრობ..
ბიჭებს კი, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ..
ბადრი სეფაშვილი
05 იანვარი 2017 15:07
0
იზანიშვილი რატოა ბავშვებთან რა დამსახურებისთვის ასეთი უსამართლობა და ძმაკაცობა არ ახსოვს ქართულ ფეხბურთს არაფერი შედეგი არ ქონია აკადემიაში იქაც თავის ლუბიმჩიკები ყავდა როგორც ხიზანიშვილს ის უსამართლობა და უარესი კიდე გრძელდება რა შედეგი ქონდათ თუნდაც 1 ნაკრებს მაინც დავითაშვილი ყველა ნაკრებში როგორაა ამიხსნას ვინმემ ჯიფფ აკადემია არის საზმაკაცო აკადემია კობიაშვილი რატომ არ ინტერესდება
pako
05 იანვარი 2017 14:56
0
გიორგი, როგორც ფეხბურთელი და ნაკრების კაპიტანი საამყო იყო და როგორც მწვრთნელიც იმედია ასეთივე იქნება. მწვრთნელად სწორედ მისნაირი გაწონასწორებული და ევროპა გამოვლილი ფეხბურთელები გვჭირდება.
gizog
05 იანვარი 2017 14:46
0
შეიკრიბა ფრაიბურგი. ვისკის წაღება არ დაგავიწყდეს ნემსო, რა იცი ეგებ ამ ჯერზე გაგატანონ.
badri
05 იანვარი 2017 14:19
0
მგონი აკადემიაში იყო ბოლო წლებია მწვრთნელად. და წელს აკადემიას კარგი შედეგები ჰქონდა ჭაბუკთა ლიგაში.
კოტე
05 იანვარი 2017 14:19
0
ავშენდით...
badri
05 იანვარი 2017 14:03
0
ასეტი დზმაკაცობანა არასდროს ყოფილა ფედერაციასჰი,იყოფენ ბიჰები მილიონებს დზმურად.გაიხარა ტქვენმა ოჯახებმა და დაექცა ფეხბურტი.
ბაჯო
05 იანვარი 2017 13:12
0
რა სამწვრთნელო გამოცდილება აქვს გიორგი ნემსაძეს?
ძალიან მიყვარს გიორგი,მაგრამ ნაკრების მწვრთნელობა?არ ვიცი.
ყველა შემთხვევაში გიორგი ნემსაძეს დიდ წარმატებებს ვუსურვებ.
სოსო
05 იანვარი 2017 13:00
0
საბოლოოდ დაღუპავსო, გვამცნობს აქ ერთი სულიერი. თუმცა ქართული ფეხბურთი კაი ხანია დაღუპულია. დასაფლავება აკლია მხოლოდ და მორჩა.....
საქო
05 იანვარი 2017 12:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული