ევრო 2018. შესარჩევი ეტაპი: საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 27 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის გადამწყვეტი, მესამე შეხვედრა ჩაატარა. ქართველთა მეტოქე შვეიცარიის ნაკრები იყო, რომელიც ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 6:3 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი აქტიურად დაიწყო და მალევე დაწინაურდა - რონინიოს ბრწყინვალე თამაშის შემდეგ ანგარიში ირაკლი თოდუამ გახსნა. ამის შემდეგ სტუმართა კარში საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც მასპინძლებმა შესანიშნავად გაითამაშეს და დასარტყმელ პოზიციაზე არჩილ სებისკვერაძე გაიყვანეს - 2:0. სებისკვერაძემ შორეული დარტყმით მალევე დუბლი მიითვალა და ტაიმიც ასე დასრულდა - 3:0.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებისთვის ცუდად დაიწყო - საწყის 2 წუთში შვეიცარიამ 2 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ შვეიცარიამ უფრო მწვავედ შეუტია, საქართველოს ნაკრები კი კონტრშეტევაზე გადაერთო და ამან გაამართლა კიდეც - ირაკლი თოდუას პასით შოთა ჭანუკვატაძემ სხვაობა კვლავ ორამდე გაზარდა. მალევე შვეიცარიელთა კარში გიორგი ნიშნიაძემაც დაარტყა, რომლის დარტყმული მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი შოთა თოფურიამ იყოჩაღა - 5:2. ცოტა ხანში, ჩვენმა სტუმრებმა მესამეც გაიტანეს...

შვეიცარიელება მეკარე ფორვარდით ჩაანაცვლეს, 5 ფეხბურთელით შეუტიეს და... ჩვენმა მეკარე ზვიად კუპატაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე თავისი მეორე გოლი გაიტანა - კვლავ კარიდან კარში. მატჩის საბოლოო ანგარიში სწორედ კუპატაძემ დააფიქსირა.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებს 9 ქულა დაუგროვდა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. ჩატარებულ 3 მატჩში საქართველოს ნაკრებმა 20 გოლი გაიტანა და თავის კარში მხოლოდ 3 მიიღო.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი აპრილში მინსკში ჩატარდება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალია, ჰოლანდია და ბელარუსი იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მალადეც ბიჭებო
ხვიჩა
22:18 27-01-2017
0
მეორე ეტაპიდან ორი გუნდი გადის თუ იქიდანაც ერთი?
ზურა
08:26 28-01-2017
0

სიახლეები პოპულარული