ფუტსალის ევრო 2018-ის მეინ-რაუნდის A ჯგუფს თბილისი უმასპინძლებს

AutoSharing Option
ფუტსალში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის (მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის) A ჯგუფის კალენდარი ცნობილია. თამაშები 8, 9 და 11 აპრილს, თბილისში გაიმართება, ხოლო საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეტოქეები ბელარუსის, იტალიისა და ჰოლანდიის ნაკრებები იქნებიან.

8 აპრილი, 2017
იტალია - ბელარუსი
საქართველო - ჰოლანდია

9 აპრილი, 2017
ჰოლანდია - იტალია
საქართველო - ბელარუსი

11 აპრილი, 2017
ბელარუსი - ჰოლანდია
იტალია - საქართველო

ამ რაუნდიდან ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას 7 პირველადგილოსანი პირდაპირ მოიპოვებს, 7 მეორეადგილოსანი და 1 საუკეთესო მეს
ამეადგილოსანი კი პლეი-ოფში ჩაერთვებიან და ამ გზით გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას.

პლეი-ოფის მატჩები 2017 წლის სექტემბერში გაიმართება, ევრო 2018-ის ფინალურ სტადიას კი, სლოვენია უმასპინძლებს.

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან მაგარი ამბავია. დიდი ბედნიერებაა ჩვენი ბიჭების თამაშის ყურება, კიდევ სამი მატჩი.
წარმატებები ჩვენს ძმებს!
Georgian
22:15 11-02-2017
0

სიახლეები პოპულარული