SBM LEAGUE 2016/17: პლეი-ოფები იწყება!

AutoSharing Option
26 მარტს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წწ. სეზონის, პლეი-ოფის პირველი შეხვედრები გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად, თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის XII ტურის მატჩებით აიღებს სტარტს. წრიული ეტაპის ბოლოსწინა ტურში "აჭარა ჯგუფი" "ავერსს" დაუპირისპირდება, "საქართველოს ბანკი" "შემოსავლების სამსახურთან" ითამაშებს, ხოლო ტურს "ბაქსვუდისა" და "ევროპაბეთის" დაპირისპირება დაასრულებს.

26.03.2017. ვერცხლის ლიგა. XII ტური
11:00 აჭარა ჯგუფი - ავერსი
12:00 საქართველოს ბანკი - RS
20:00 ბაქსვუდი - ევროპაბეთი

სეზონის საპლეიოფო მარათონს სუპერლიგა B-ს პირველი ¼-ფინალური დაპირისპირებები გახსნის. 13:00 სთ-ზე რეგულარული სეზონის გამარჯვებული,
Funday Entertainment-ი სკ "თელავს" დაუპირისპირდება, "საქართველოს უნივერსიტეტის" მეტოქე სკ "ჯვაროსნების" მეორე გუნდი იქნება.

საინტერესო დუელია მოსალოდნელი "ევროკრედიტისა" და "ვივუსის" გუნდებს შორის, ხოლო 1/2-ფინალის კიდევ ერთი საგზურისთვის "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი" და ზესტაფონის "ფერო" იბრძოლებენ.

26.03.2017. სუპერლიგა B. 1/4-ფინალი (1)
13:00 Funday Ent. - სკ თელავი
15:00 FC UG - სკ ჯვაროსნები 2
16:00 სკ ევროკრედიტი - FC Vivus.ge
19:00 კსუ/CIU - სკ ფერო (ზესტ)

სუპერლიგა A-ს 1/4-ფინალურ ბლოკს 14:00 სთ-ზე წრიული ეტაპის გამარჯვებული სკ პსპ-ს და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" დაპირისპირება გახსნის. ტრადიციულად, დაძაბული და საინტერესო დაპირისპირებებია მოსალოდნელი მფკ "ნატახტარისა" და სკ "ჯვაროსნების" 1/4-ფინალში.

გათამაშების კიდევ ერთი ფავორიტი "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია" ტელეკომპანია "იმედის" გუნდს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება კიდევ ერთ 1/4-ფინალურ წყვილს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდებს, ტექნიკური მოგებებით, მომდევნო ეტაპის საგზურს ეს უკანასკნელი მიიღებს.

26.03.2017. სუპერლიგა A. 1/4-ფინალი (1)
14:00 FC PSP - GM ჭიათურა
17:00 მფკ ნატახტარი - სკ ჯვაროსნები
18:00 სფფ - ტვ იმედი
-- სდსს - CFCP

მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელების ვინაობა ორი მოგების შედეგად უნდა გაირკვეს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული