SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს

AutoSharing Option
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ, რიგით მეცხრე სეზონი კულმინაციას აღწევს და შესაბამისად დარჩენილ შეხვედრებში სპორტული დაძაბულობაც უკვე პიკზეა, რაც ყველა დაპირისპირებას ორმაგად საინტერესოს ხდის.

გამონაკლისი არც 24-25 ივნისს გამართული სათამაშო დღეები იყო, რომელსაც ტრადიცულად თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

შაბათს გაირკვა ოქროს ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა. საქართველოს ფოსტისა და "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" განმეორებითი დაპირისპირება, პირველის მსგავსად უაღრესად დაძაბულად წარიმართა და თუ პირველ შეხვედრაში GWP-მ "საფეხბურთო ლატარეაში" ივარგა, ამჯერად უკვე ძირითად დროში აჯობა მეტოქეს 2:0 და ლიგაში ასპარეზობის სამ წლიანი ისტორიის
მანძილზე, პირველ ფინალს ითამაშებს, რომელიც 16 ივლისს გაიმართება.

რაც შეეხება მათ მეტოქეს, იგი ნატახტარსა და ვითიბი-პატრულის 1/4 ფინალური სერიის მესამე გადამწყევტ შეხვედრაში გამარჯვებულს, შორის უნდა გაირკვეს.

24. 06.2017. ოქროს ლიგა. 1/2 ფინალი (II)
საქ. ფოსტა - GWP 0:2 (0:0 პენ. 1:3)

1/2 ფინალური სერიის პირველი შეხვედრა გამართეს საქართველოს ბანკისა და ევროპაბეთის გუნდებმა. დაძაბული და დრამატული დაპირისპირების ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად 7 მეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც უფრო მეტად "ბანკირებს" გაუმართლათ და ორ მოგებამდე დუელში დაწინაურდნენ.

აღსანიშნავია, რომ "ბუკმეიკერებს" ორჯერ ქონდათ "საფეხბურთო ლატარეა" მოგებული. ფინალის მეორე საგზურისთვის ბაქსვუდი და ლიბერთი ბანკი იბრძვიან. სერიას "მოსწავლეები" ლიდერობენ.

25.06.2017. ვერცხლის ლიგა. 1/2 ფინალი (I)
საქართველოს ბანკი - ევროპაბეთი 3:3 (პენ.3:2)

ორივე ფინალისტის ვინაობაა ცნობილი სუპერლიგა B-ს გათამაშებაში. Funday-მ პირველი შეხვედრის მსგავსად, მეორე დაპირისპირებაც 4:0 მოუგო საქართველოს უნივერსიტეტს და სადებიუტო სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, სადაც მისი მეტოქე ევროკრედიტი იქნება, რომელმაც ასპარეზობას ზესტაფონის "ფერო" გამოთიშა. (3:0, 6:3). ფინალური შეხვედრა, 2 ივლისს გაიმართება.

25.06.2017. სუპერლიგა B. 1/2 ფინალი (II)
სკ ფერო - სკ ევროკრედიტი 0:3 (3:6)
Funday Ent. - FC UG 4:0 (4:0)

როგორც მოსალოდნელი იყო სუპერლიგა A-ს ფინალში ითამაშებს სკ პსპ. "ფარმაცევტებმა" განმეორებით შეხვედრაშიც უშანსოდ სძლიეს (12:6) დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდს და შარშან დაკარგული ტიტულის დასაბრუნებლად 8 ივლისს გასამართ ფინალურ შეხვედრაში იბრძოლებენ, სადაც მათი მეტოქე 29 ივნისს, მფკ ნატახტარსა და სფფ-ს შორის გასამართ მესამე გადამწყვეტ შეხვედრაში უნდა გაირკვეს.

ამ გუნდების კვირას გამართული დაპირისპირება კი მოლოდინისამებრ საინტერესო გამოდგა. მიუხედავად 3:0 დაწინაურებისა, "ვარსკვლავებმა" ვერ შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება და 3:4 დამარცხდნენ.

25.06.2017. სუპერლიგა A. 1/2 ფინალი (II)
FC PSP - CFCP 12:6 (5:2)
მფკ ნატახტარი- სფფ 4:3 (1:3)

გასულ უქმეებზე კალენდარული ტურის შეხვედრები გამართეს ბრინჯაოს ლიგისა და სუპერლიგა C-ს გუნდებმა.

ბრინჯაოს ლიგის მეშვიდე ტურში, რომელიც ორ დღეზე იყო განაწილებული, ბილტმორმა ჰერმესი დაამარცხა 7:3, ელიტა ბურჯმა მტკვარი ენერჯის სძლია 4:1.

მორიგი გამარჯვება იზეიმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდმა, რომელმაც DHL-ს მოუგო 6:4. პირველი გამარჯვება იზეიმა ხალიკ ბანკმა, ამ უკანასკნელმა 4:3 დაამარცხა დომსონი.

24.06.2017 . ბრინჯაოს ლიგა. VII ტური
ჰერმესი - ბილტმორი 3:7
ელიტა ბურჯი - მტკვარი ენერჯი 4:1

25.06.2017. ბრინჯაოს ლიგა. VII ტური
DHL - სდსს 4:6
დომსონი - ხალიკ ბანკი 3:4

სუპერლიგა C-ს მე-5 ტურის დარჩენილ შეხვედრებში, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდმა 5:3 სძლია ეროვნული თავდაცვის აკადემიას, ხოლო ჯეო ჰოლდინგმა 8:2 დაამარცხა აჭარა ჯგუფი. მე-6 ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა ასევე კვირას, Menu.ge-სა და უნიკრედიტის უხვგოლიანი დაპირისპირება, ამ უკანასკნელის გამარჯვებით 6:5 დასრულდა.

24.06.2017. სუპერლიგა C. V ტური
ტატიშვილი - ეთა 5:3

25.06.2017. სუპერლიგა C. V ტური
ჯეო ჰოლდინგი - აჭარა ჯგუფი 8:2
25.06.2017. სუპერლიგა C. VI ტური
Unicredit.Ge - Menu.Ge 6:5

შაბათ-კვირას გამართულ ცენტრალურ თამაშებზე, ჩატარდა სახალისო კონკურსი "გაუტანე გოლი ზვიად კუპატაძეს", რომლის გამარჯვებულები ლიგის ტექნიკური პარტნიორის, ესპანური ბრენდ JOMA-ს პრიზებით თავად ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ზვიად კუპატაძემ დააჯილდოვა.

Sportall.Ge

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", სასტუმრო "ბილტმორი"

მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური / sbm.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული