ფუტსალი: საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ იტალიასთან მარცხდება

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ოლიმპიურ სასახლეში ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე, გადამწყვეტ მატჩს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მართავს.

პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, ორჯერ გოლის გატანასთან ახლოსაც იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში ბურთი ხარიხას მოხვდა. ამის შემდეგ იტალიელებმა მიყოლებით ორი გოლი გაგვიტანეს, რასაც ირაკლი თოდუას გოლი მოყვა. შედეგად, პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 1:2-ია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში მოსახვედრად საქართველოს ნაკრებს იტალიასთან ფრეც ეყოფა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული