საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფუტსალის ოთხთა ფინალს თბილისი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუშაობდა ამ საკითხზე და შედეგსაც მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ფუტსალის ოთხთა ტურნირის გარდა, თბილისი 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების 2014 წლის შესარჩევი ციკლის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს.
უეფა-ს თასის დასკვნით ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ მასპინძელი "იბერია სტარი", ესპანური "ბარსელონა", ყაზახური "კაირათი" და რუსული "დინამო".