"ჩვენ გვყავს უმაღლესი დონის, თანაც გამოცდილი მოთამაშეები, შემადგენლობა დაბალანსებულია, ნებისმიერ მოთამაშეს შემცვლელი ჰყავს და ძალიან სწრაფად ვთამაშობთ.
კიდევ ერთი პლუსი გვაქვს: რუსეთის სუპერლიგის თამაშები 50 წუთს გრძელდება და ამის შემდეგ 40-წუთიან საერთაშორისო მატჩებზე გადართვა ძალიან ადვილია".
პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ ფუკინი არ ტრაბახობდა. რუსები უფრო მობილიზებულად და სწრაფად თამაშობდნენ, იბერიელებს საკუთარ მოედანზე ახრჩობდნენ და შეტევების განხორციელებას მეტისმეტად ურთულებდნენ.
თბილისელებს მონდომება არ
გადამწყვეტი ამბები პირველი ტაიმის შუაგულში მოხდა. ჯერ პულამ გაგვიტანა, შემდეგ დიეგინიომ და მოსკოველები დაწინაურდნენ - 0:2.
"იბერიას" ბომბარდირი აუგუშტო არაორდიონალური მოძრაობებით მეტოქეს პრობლემებს ხშირად უქმნიდა, მაგრამ თანაგუნდელები ვერ აიყოლია.
მეორე ტაიმის დასაწყისში პულამ სხვაობა სამამდე გაზარდა. მაყურებელი მაშინ გამოცოცხლდა, როდესაც მოსკოველთა მოგერიებული ბურთი სამთავრობო ლოჟაში ავარდა და პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გამოცდილი მეკარესავით "მოათვინიერა".
მატჩის გადარჩენის იმედი სასახლეში შეკრებილ მრავალრიცხოვან გულშემატკივარს 28-ე წუთზე დაუბრუნდა, როდესაც აუგუშტომ მოსკოველთა კარი აიღო - 1:3.
"იბერიას" მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე სარქისიანი მეკარის შეცვლის უფლებას ლამის მთელი მეორე ტაიმი იყენებდა, მაგრამ ამით "დინამომ" ისარგებლა, დიეგინიომ თავისი საჯარიმოდან ზუსტად დაარტყა და 1:4. მალე ალექსანდრე ფუკინმაც გაგვიტანა და 1:5-ზე ცხადი გახდა, რომ "იბერია" ფინალში გასვლას ვერ მოახერხებდა.
ბოლო წამებზე ფაბინიოს გოლმა მხოლოდ გული მოგვფხანა და საბოლოო ანგარიში 2:5 დააფიქსირა.
შეგვეძლო თუ არა მეტი? ცხადია, ჩვენი ჩემპიონატის შემდეგ "იბერიასთვის" ევროპის 4 საუკეთესო კლუბს შორის მოხვედრაც პატივია, მაგრამ თბილისელთა ყოფილ მთავარ მწვრთნელს, სერჟიო ბენატის საბედისწერო სატრანსფერო შეცდომები რომ არ დაეშვა, 26 აპრილს გამარჯვების იმედი გვექნებოდა.
იბერია-დინამო (მოსკოვი) 2:5
0:1 პულა (11), 0:2 დიეგინიო (12), 0:3 პულა (22), 1:3 ავგუშტო (28), 1:4 დიეგინიო (33), 1:5 ფუკინი (35), 2:5 ფაბინიო (40).
იბერია: სელიო - ავგუშტო, ლუსიო, პერიჩი, ფაბინიო - აკოპოვი (მ), რაფა, ძაბირაძე, ფუსტე, ალთუნაშვილი (კ), მარსელო, კუმანო.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე სარქისიანი
დინამო: პოპოვი - რომულო, ფუკინი, ნანდო, პულა - გარაგულია, კობზარი, ტატუ, სერგეევი, სირილო, დიეგინიო, სუჩილინი.
მთავარი მწვრთნელი: ფაუსტინო პერესი
არბიტრები: ო. ივანოვი (უკრაინა), ო. ჩერნი (ჩეხეთი)
26 აპრილს საქართველოს ჩემპიონმა ვერ ივარგა, მაგრამ მეორე ნახევარფინლური შეხვედრის ბედი საქართველოს მოქალაქემ გადაწყვიტა! დიახ, ასეა - მატჩის გმირი ბრაზილიელი ლეგონერი ფუმასა ქართული პასპორტის მფლობელია.
საქმე ისაა, რომ ფუმასა რამდენიმე წლის წინათ "იბერია სტარში" თამაშობდა და ევროსარბიელზე დებიუტი 2007 წელს ჩვენი ჩემპიონის ფორმით ჰქონდა.
2009 წელს დონეცკის "შახტარის" ფუტსალის გუნდში გადავიდა, წლეულს კი ყაზახეთში გადაბარგდა, მაგრამ უეფას ვებგვერდზე ქვეყნის გრაფაში საქართველო უწერია.
სხვათა შორის, 2010 წლის იანვარს კლასიკურ ფეხბურთშიც სცადა ბედი, მაგრამ ლუგანსკის "ზარიამ" დაიწუნა.
საერთოდ, ყაზახურმა კლუბმა თავის მეკარე იგუიტიანად მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და უეფას თასის მოქმედ მფლობელთან დამსახურებულად გაიმარჯვა. ფუმასამ "ბარსელონა" აიკლო, მისი კარი სამჯერ აიღო და ყაზახებს ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა.
ყაირატი-ბარსელონა 5:4
გოლები: 1:0, 2:1, 5:3 ფუმასა (2, 7, 38), 1:1 ლინი (7), 2:2 ტორასი (15), 2:3 ვილდე (21), 3:3 ჟოანი (24), 4:3 ლეონი (35), 5:4 ფერნანდაო (39)
არბიტრი: ონჯეი ჩერნი
კაირატი: (მ) იგიტა, ლეო სანტანა, ფუმასა, ლეო, ჟოანი (მ.ჰალიავინი, სულეიმენოვი, ენრიკე ელგარტი, ეულერი, ჟამანკულოვი, ალეშანდრე მორაესი, ბეტაო)
მწვრთნელი: კაკაუ
ბარსელონა: (მ) პაკო სედანო, გაბრიელი, ფერნანდაო, ლოსანო, საადო (მ.კრისტიანი, აიკარდო, ტორასი, ტოლრა, ლინი, იგორი, ვილდე)
მწვრთნელი: მარკ კარმონა
* * *
ფინალი და მე-3 ადგილისთვის შეხვედრა 28 აპრილს გაიმართება.
იბერია-ბარსელონა 18:00
ყაირატი-დონამო 20:30
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"