ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, უპირველესად, თბილისის სპორტის სასახლეში პარკეტის შეცვლა მოითხოვა.
აქამდე არსებულიც მაღალი ხარისხის იყო, მაგრამ ოთხთა ფინალზე სხვადასხვა სახეობისთვის დახაზული საფარი შეუფერებელი გახლდათ: მიღებული პრაქტიკით, ასეთი დონის თამაშებს შავი ფერის საფარზე ატარებენ, რომელიც საგანგებოდ მხოლოდ ფუტსალისთვის იხაზება.
საფარის საკითხი ისევ უეფას დახმარებით გადაწყდა - მიშელ პლატინიმ კიდევ ერთი საჩუქარი გვიძღვნა და ახალი პარკეტი სწორედ მისი ქვემდებარე ორგანიზაციიდან გამოაგზავნა. ტრანსპორტირება დაგვიანდა და ახალი პარკეტი მხოლოდ
შევიტყვეთ, რომ ოთხთა ფინალის დასრულების შემდეგ ასეთივე პარკეტის დაგება მიხეილ მესხის სტადიონზე იგეგმება. საქმე ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაციას ახალი მოედნის მოწყობა სურს.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სათადარიგო მოედანსა და მის მიმდებარე სკოლას შორის იმხელა თავისუფალი ადგილია, ფუტსალის მოედნის მოწყობა სავსებით შესაძლებელია.
შევიტყვეთ, რომ სახეობის დასახმარებლად, სწორედ ამ ადგილას ფეხბურთის ფედერაცია ახალი მოედნის მოწყობას აპირებს.
თუ ახალი მოედნის მოსაწყობად საჭირო თანხა გამოინახება, ამ პროექტის განხორციელება ფუტსალის განვითარებას დიდ ბიძგს მისცემს, რადგან სპორტკომპლქს "არენაზე" თითო საათი ვარჯიში 100 ლარი ღირს - ფინანსურად გაჭირვებული ფუტსალელებისთვის ეს ძალიან დიდი ხარჯია.
თავად სათადარიგო მოედნის მშენებლობა კი დასასრულს უახლოვდება. საფარი დაგებულია, შენდება გასახდელები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები, ხოლო სექტემბრისთვის სტადიონის სამ მხარეზე 3500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების მშენებლობაც დასრულდება.
მოკლედ, ერთი პატარა და კოხტა სტადიონი გვექნება, სადაც უმაღლესი ლიგის და ასაკობრივი ნაკრებების თამაშები ჩატარდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"