საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
13-18 იანვარს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიტვის ქალაქ კაუნასში ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს.

საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ცნობით, გუნდის უფროსმა მწვრთნელმა ალიკ სარქისიანმა კანდიდატები სპორტკომპლექს "არენაში" შეკრიბა და მზადება დაიწყო. მის სიაში 18 ფეხბურთელია.

მეკარეები: თორნიკე ბუკია (თბილისი), დავით კეფაშვილი (თელასი), ნიკა ფხაკაძე (თსუ);
მოთამაშეები: ალექსანდრე ძაბირაძე, გიორგი ტიკურიშვილი, ვახტანგ ჯვარაშვილი, ლევან კობაიძე, გიორგი ნიკვაშვილი (ყველა - თბილისი), გოგა ალთუნაშვილი, არჩილ სებისკვერაძე, ზურაბ ლუკავა, შოთა ჭანუყვაძე (ყველა - ნეფთჩი, ბაქო), კახა მაისაია, ირაკლი თოდუა, დავით ბობოხიძე (ყველა - ეკოლი, ბაქო),
რონი (სპორტინგი, პარიზი), შოთა თოფურია (თელასი), გიორგი აკობია (IBSU).

შეკრების შემდეგ ამ 18 ფეხბურთელიდან ლიტვაში 14 საუკეთესო 13 იანვარს გაემგზავრება. მატჩების განრიგი ასეთია:

14 იანვარი, 19:30
საქართველო-ესტონეთი

15 იანვარი, 19:30
საქართველო-შვეიცარია

17 იანვარი, 21:30
საქართველო-ლიტვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული