საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ცნობით, გუნდის უფროსმა მწვრთნელმა ალიკ სარქისიანმა კანდიდატები სპორტკომპლექს "არენაში" შეკრიბა და მზადება დაიწყო. მის სიაში 18 ფეხბურთელია.
მეკარეები: თორნიკე ბუკია (თბილისი), დავით კეფაშვილი (თელასი), ნიკა ფხაკაძე (თსუ);
მოთამაშეები: ალექსანდრე ძაბირაძე, გიორგი ტიკურიშვილი, ვახტანგ ჯვარაშვილი, ლევან კობაიძე, გიორგი ნიკვაშვილი (ყველა - თბილისი), გოგა ალთუნაშვილი, არჩილ სებისკვერაძე, ზურაბ ლუკავა, შოთა ჭანუყვაძე (ყველა - ნეფთჩი, ბაქო), კახა მაისაია, ირაკლი თოდუა, დავით ბობოხიძე (ყველა - ეკოლი, ბაქო),
შეკრების შემდეგ ამ 18 ფეხბურთელიდან ლიტვაში 14 საუკეთესო 13 იანვარს გაემგზავრება. მატჩების განრიგი ასეთია:
14 იანვარი, 19:30
საქართველო-ესტონეთი
15 იანვარი, 19:30
საქართველო-შვეიცარია
17 იანვარი, 21:30
საქართველო-ლიტვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"