SBM LEAGUE 2014/15: სეზონი დაძაბული მატჩებით განახლდა

AutoSharing Option
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების სეზონი, 18 იანვარს სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრებით განახლდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის შესვენების შემდეგ გუნდები სასურველ ფორმაში არ იმყოფებიან, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში გუშინ გამართული ცხრავე (!) დაპირისპირება უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

სუპერლიგაში პირველი ქულა მოიპოვა ბათუმის "დინამომ", რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და მინი-ფეხბურთისთვის უჩვეულო შედეგს, უგოლო ფრეს დასჯერდა - 0-0.

კვლავ დაუმარცხებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი, რომელმაც გუშინ არცთუ იოლი მეტოქის, ს.კ. "ჯვაროსნების" დამარცხება მოახერხა - 0-2 და
სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.

ზედიზედ მეორედ იმარჯვა ს.კ. პსპ-მ. ამჯერად "ფარმაცევტებმა" უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში, მათთვის საკმაოდ უხერხული მეტოქე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი დაამარცხეს - 3-1.

ამრიგად პირველი კალენდარული წრის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, საპლეიოფო ოთხეული ასე გამოიყურება: 6 თამაშიდან 16 ქულით პირველ ადგილზე შსს იმყოფება, მასზე ერთი თამაშით მეტი და ორი ქულით ნაკლები აქვს "პროგრეს ბანკს"; ასეთივე მონაგარით, 7 თამაშიდან 14 ქულით, მესამეზე ს.კ. პსპ-მ გადაინაცვლა, ხოლო მეოთხე ადგილზე მფკ "ნატახტარი" იმყოფება, რომელსაც 6 თამაშში 13 ქულა აქვს.

შეგახსენებთ,როომ პლეი ოფში გამსვლელი ოთხეული ორი წრის შემდეგ უნდა გაირკვეს. შესაბამისად, ყველა გუნდი საამისოდ რეალურ შანსებს ინარჩუნებს.

18.01.2015. სუპერლიგა. VII ტური
საქართველოს უნივერსიტეტი - დინამო (ბთ) 0-0

ს.კ ჯვაროსნები - შსს 0-2
გოლები: კვიციანი, ინჯგია

FC PSP - FC TTC 3-1
გოლები: გოგიჩაიშვილი (3) - ოდიკაძე (1)

სუპერლიგის ბომბარდირები: ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) - 11, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი), რევაზ ინჯგია (შსს) - 10

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვერცხლის ლიგის დღემდე გამართული ტურებიდან ყველაზე გამორჩეული სწორედ გუშინდელი სათამაშო დღე იყო. მეშვიდე ტურის მატჩებს დამატებითი ინტრიგა ახლდა თან - უნდა გარკვეულიყო ის რვა გუნდი, რომელიც მომდევნო კვირიდან ოქროს ლიგის "რვიანთან" ერთად, ლიგის თასისთვის იბრძოლებს.

გუშინ ყველაზე პოპულარული შედეგი, 3-2 დაფიქსირდა - ერთბაშად სამი შეხვედრა დასრულდა ასეთი ანგარიშით: ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდმა "ივერიაბეთს" სძლია და როგორც შემდეგ გაირკვა, თასზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

"სნიკერსმა" მოახერხა "ვითიბი 2"-ის დამარცხება, ხოლო "საქრუსენერგომ", რომელიც სატრანსფერო პერიოდში დავით მუჯირით გაძლიერდა, გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს, "ბი პი ჯორჯიას" მოუგო და ეს სამი ქულაც თასზე სათამაშოდ სავსებით საკმარისი აღმოჩნდა.

დაფიქსირდა ორი ფრე: "ბაქსვუდი" "ბანკ რესპუბლიკას" დაუზავდა - 2-2 და როგორც შემდეგ გაირკვა, ეს შედეგი "ბაქსვუდელებისთვის" საბედისწერო აღმოჩნდა და თასს მიღმა დარჩნენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, ისინი ორჯერ იყვნენ წინ და ამას გარდა, უამრავი საგოლე მომენტის გამოყენება ვერ მოახერხეს. რაც შეეხება "რესპუბლიკას", "ბანკირები" თასზე იასპარეზებენ.

დრამატული ყაიმით დასრულდა "კრედოსა" და "თბილისის წყალის" დაპირისპირება, 4-4. სათამაშო დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც შეტევაში "კრედოს" მეკარე, იკო მღებრიშვილი ჩაერთო და შორეული დარტყმით თავის გუნდს ქულა მოუტანა (ჩემპიონატის წესების თანახმად, ტაიმი სრულდება მაშინ, როდესაც სათამაშო დროის ამოწურვის შემდეგ ბურთი მოედნის ფარგლებს გადაკვეთს).

ყველაზე უხვგოლიანი კი "საქართველოს ბანკის" მეორე გუნდისა და "კოლიერსის" დაპირისპირება გამოდგა, რომელშიც "ბანკირებმა" 8-5 სძლიეს აუტსაიდერს.

18.01.2015. ვერცხლის ლიგა. VII ტური
საქართველოს ბანკი 2 - კოლიერსი 8-5
გოლები: ჯოხაძე (3), ჯაკობია (1), სერჟ აბლო (1), იოსავა (1), ჯგერენაია (2) - ქანანაშვილი (3), ქევხიშვილი (2)

ივერიაბეთი - ტატიშვილი 2-3
გოლები: სუხიტაშვილი (2)- პირველი (3)

ბაქსვუდი - ბანკი რესპუბლიკა 2-2
გოლები: ასათიანი (1), უგრეხელიძე (1) - ზერეკიძე (2)

კრედო - GWP 4-4
გოლები: ცერცვაძე (2), ჩიხრაძე (1), მღებრიშვილი (1) - აფციაური (2), თურმანიძე (2)

სნიკერსი - ვითიბი ბანკი 2 3-2
გოლები: მ. მენთესაშვილი (2), მგალობლიშვილი (1) - თევზაძე (1), ჯობავა (1)

BP GEORGIA - საქრუსენერგო 2-3
გოლები: კუჭუაშვილი (2) - მუჯირი (2), ანდღულაძე (1)

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ლევან ჩიხრაძე (კრედო), ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) - 17, ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი), გიორგი აფციაური (GWP) - 16, ზურა ცერცვაძე (კრედო) - 15.

საბოლოოდ, თასის 1/8-ფინალში შემდეგი გუნდები იასპარეზებენ: GWP, "სნიკერსი", BP GEORGIA, "საქრუსენერგო", "ბანკი რესპუბლიკა", "ტატიშვილი", "კრედო", "პროკრედიტ ბანკი".

ამ რვა გუნდს ოქროს ლიგის რვა გუნდი დაემატება, რომლებიც ბრმა წილისყრის შედეგად შეადგენენ 1/8-ფინალურ წყვილებს. წილისყრა 21 იანვარს, 19:00 სთ-ზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გაიმართება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, "მედი ქლაბ ჯორჯია", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული