დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს

AutoSharing Option
"პირველ არხზე", გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შესახებ ისაუბრა.

"სანიოლი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა. ის 21 თებერვალს სუპერთასის შეხვედრასაც დაესწრება.

მის კონტრაქტში ჩავდეთ პუნქტი, სადაც წერია, რომ ფრანგი სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაში ხშირად უნდა ჩამოვიდეს. სანიოლს ჩვენი ფეხბურთელების შესწავლა უკვე დაწყებული აქვს და მათ შესახებ ინფორმაციასაც იძიებს.

ვილის მხოლოდ ერთი ჩამოყვანილი ასისტენტი ეყოლება. მისი სურვილია, რომ მეკარეების მწვრთნელი, ერთი ასისტენტი და ანალიტიკოსი ქართველი იყოს.

ნაკრების მწვრთნელად დავნიშნეთ ადამიანი,
რომელსაც, ვფიქრობ, რომ დიდი გამოცდილება გააჩნია. რატომ არ ჩანდა ის 4 წლის განმავლობაში სამწვრთნელო ასპარეზზე, ამის შესახებ მე ვერ ვისაუბრებ და თუ სურვილი ექნება, კომენტარს ალბათ თავად გააკეთებს.

სანიოლს დიდი პაუზის შემდეგ წარმატების მიღწევა სურს და ძალიან ამბიციური გეგმებით მოდის.

ხანგრძლივი მოლაპარაკება გვქონდა. ისე არ იყო, რომ დავურეკეთ და ვუთხარით, ვილი, ნაკრებში გნიშნავთ და ჩამოდიო... მოლაპარაკებები და დანიშვნა კი იმიტომ გაჭირდა, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო გადაადგილების პრობლემა იყო.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებამდე საქართველოს ნაკრები 22 მარტს შეიკრიბება, სრულყოფილი შეკრება ვერ გვექნება. ამიტომ სანიოლს სხვა სახის სამუშაო ექნება ჩასატარებელი", - თქვა მუჯირმა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ᲩამოიყვანეᲗ და აქ იცხოვროს სანამ კონტრაქტი გაუვა.ეროვნულ ლიგას დააკვირდეს,მხოლოდ ᲗამაᲨამდე 1 კვირიᲗ ადრე Ჩამოსვლს აზრი არ აქვს!!! Ჩემი აზრიᲗ Ქვენ,ფედერაციამ ეს "მწვრᲗნელი"ᲨეარᲩიეᲗ Შემდეგი კრიტწრიუმებიᲗ: უნდა ყოფილიყო ცნობილი,ოᲦონდ არის ცნობილი როგორც ფეხბურᲗელი და არა მწვრᲗნელი და უნდა მოეᲗხოვა სხვა კანდიდატებᲗან ᲨედარებიᲗ ნაკლები ხელფასი (სავარაუდოდ სხვა კანდიდატები არც არსებობდნენ). აზრი მრᲩება ფედერაციას აქეᲗ გადაუხადა სანიოლმა ფული მწვრᲗნელობის Შანსის მიცემისᲗვის...
ზურა
13:52 17-02-2021
3
საქართველოში ყველამ ყველაფერი რომ იცის, განსაკუთრებით ფეხბურთი და ყველა ჭკუის დამრიგებელია, ეგ ცნობილია. ჰოდა, სანამ ახალი მწვრთნელი საქმიანობას შეუდგება, მიაყარეთ კომენტარები, ასწავლეთ, რა სქემა და ტაქტიკა შეარჩიოს, ვინ ათამაშოს, ვინ შეიყვანოს, ვინ გაიყვანოს და ა.შ. მერე კი, აცალეთ, მაინც არავის აზრი დააინტერესებს და ტყუილად ნუ გაირჯებით "ბრძნული" აზრების ფრქვევით. რა ნედლეულიც არის, იმის შესაბამის პროდუქტს შექმნის. უბრალო მინისგან ბრილიანტი არ გამოვა. ვაისმა საუკეთესო შედეგი დადო, მაგრამ არ დაუფასეს. არც ქართველს, არც უცხოელს ჯადოქრობა არ შეუძლია(რომელიმე ერთ თამაშში შეიძლება გამონაკლისი მოხდეს), "ზაპოროჟეცით" "ფერარი"-ს რომ გაუსწროს. სანიოლის და საქართველოს ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ.
ზურა
12:56 17-02-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული