SBM LEAGUE 2014/15: ოქრო-ვერცხლის ტური

AutoSharing Option
კვირას, 22 თებერვალს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ტრადიციული სათამაშო დღე გაიმართება, რომელსაც ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს.

ოქროს ლიგაში VIII ტურის შეხვედრები ჩატარდება. განსაკუთრებულ ინტერესს ტრადიციული მეტოქეების, "ნატახტარისა" და "ერისთავის" გუნდების დაპირისპირება იწვევს. საინტერესო ორთაბრძოლაა მოსალოდნელი "ევროპაბეთსა" და "პრივატბანკს" შორის.

22.02.2015. ოქროს ლიგა. VIII ტური
14:00 ნატახტარი - ერისთავი
16:00 ევროპაბეთი - პრივატ ბანკი
17:00 ბორჯომი - საქართველოს ბანკი

ვერცხლის ლიგაში IX ტური დასრულდება. საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი "ბანკ რესპუბლიკისა" და "ვითიბი ბანკის" საბანკო დერბიში. კიდევ ორ შეხვედრაში, გათამაშების ფავორიტი "ჯორჯიან
ვოთერ ენდ პაუერის" გუნდი აუტსაიდერ "ივერიაბეთს" დაუპირისპირდება, ხოლო "სნიკერსი" ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდთან გაარკვევს ურთიერთობას.

22.02.2015. ვერცხლის ლიგა. IX ტური
12:00 ივერიაბეთი - GWP
13:00 ბანკი რესპუბლიკა - ვითიბი ბანკი 2
15:00 სნიკერსი - ტატიშვილი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული