SBM LEAGUE 2014/15: 5 ივლისს სეზონის მთავარი ფინალია!

AutoSharing Option
5 ივლისს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ. რიგით მეშვიდე სეზონს ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში, სუპერლიგის ფინალური შეხვედრა დაასრულებს, რომელშიც ერთმანეთს წლის საუკეთესოს წოდების მოსაპოვებლად "პროგრეს ბანკი" და FC PSP დაუპირისპირდებიან.

სეზონის დასკვნითი სათამაშო დღე 16:00 სთ-ზე, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ყველა ვარსკვლავთა მატჩით დაიწყება. სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ლიგის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ბესიკ ზოიძის და ჩემპიონატის ორგანიზატორების მიერ შერჩეულ იქნა 24 ფეხბურთელი, რომელიც ორ გუნდად არის დაყოფილი. პირველი ვარჯიში სამშაბათს გაიმართა.

დღეიდან საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება რუსული მფკ "გაზპრომ იუგრას" ქართველი ლეგიონერი,
წლევანდელი ჩემპიონი და სეზონის საუკეთესო მეკარედ აღიარებული ზვიად კუპატაძე, რომელიც "ოლ სტარისათვის" მეკარეებს მოამზადებს.

მატჩის შესვენებისას გაიმართება 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმების კონკურსი, სადაც გამოვლინდებიან საუკეთესო დამრტყმელი და მეკარე. რაც შეეხება "ოლ სტარის" საუკეთესო ფეხბურთელებს, ორივე გუნდის შემადგენლობიდან დასახელდება ორი ყველაზე სასარგებლო მოთამაშე, რომლებიც ესპანური სპორტული ბრენდის, JOMA-ს 200-ლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდებიან.

05.07.2015
16:00 მატჩი ყველა ვარსკვლავის მონაწილეობით LIVE!

18:00 სთ-ზე კი სეზონის მთავარი ფინალური დაპირისპირება დაიწყება: ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებით დაკომპლექტებული "პროგრეს ბანკი" ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გუნდის, სკ პსპ-ს წინააღმდეგ.

ფინალამდე ორივე გუნდმა საკმაოდ რთული გზა განვლო:

ორ წრედ გამართული რეგულარული სეზონის შემდეგ, 16 თამაშიდან 10 მოგებით და 3-3 ფრე-წაგებით, ბურთების სხვაობა 57-27, "ფარმაცევტებმა" III ადგილი დაიკავეს.

"კალაძე და კომპანიამ" კი IV ადგილიდან მოახერხეს პლეი ოფში გასვლა. მოიგეს რვაჯერ, ხოლო ოთხ-ოთხჯერ ყაიმით და წაგებით დაასრულეს ასპარეზობა. გაიტანეს ყველაზე მეტი, 73 გოლი და საკუთარ კარში გაშვებული ბურთების მხრივაც "პირველობა" არავის დაუთმეს - 67.

თუმცა სატურნირო ცხრილში ჩამორჩენას არც "ფარმაცევტებისთვის" და არც "ბანკირებისთვის" პლეი ოფში წარმატებით ასპარეზობაში ხელი არ შეუშლია და ორივე მათგანმა ფავორიტად შერაცხული მოწინააღმდეგეები ფინალს მიღმა დატოვა. პსპ-მ მფკ "ნატახტარი" შეაჩერა (2-1, 1-1), ხოლო "პროგრესმა" რეგულარულის გამარჯვებულს, შსს-ს საკმაოდ ძლიერ გუნდს აჯობა (4-2, 3-3).

ფინალს ორივე გუნდი სრული საბრძოლო შემადგენლობით ხვდება. კალაძე-დემეტრაძე-მუჯირის ტრიოს ლევან კობიაშვილიც შეუერთდება, რომელიც უკვე თბილისში იმყოფება. რაც შეეხება თანავარსკვლავედის კიდევ ერთ კაშკაშა წარმომადგენელს, ალექსანდრე იაშვილს, როგორც მოგეხსენებათ, იგი პროფესიულ ფეხბურთს დაუბრუნდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თბილისის "დინამოს" რიგებში დაბრუნება საკმაოდ წარმატებული გამოუვიდა.

05.07.2015 სუპერლიგა 2014/15. ფინალი
18:00 პროგრეს ბანკი - FC PSP LIVE!

იმ გულშემატკივრებს კი, ვინც დარბაზში მოსვლას ვერ მოახერხებს, საშუალება ექნებათ, 16:00 სთ-დან თვალი ადევნონ პირდაპირ ტრანსლაციას სპორტული სააგენტო SBM-ის YOUTUBE-ის არხის მეშვეობით, აღნიშნულ ბმულზე.

21 ივნისიდან, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, დაიწყო საქველმოქმედო აქცია "ერთად დავეხმაროთ თბილისს", რომელიც თბილისის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად არის მიმართული. ყველა სათამაშო დღეს დარბაზის ტერიტორიზე განთავსებული იქნება სპეციალური ყუთი და თითოეულ სტუმარს საშუალება ექნება, გაიღოს საკუთარი მინიმალური წვლილი ამ ადამიანების დასახმარებლად. შეგროვებული თანხა "ვითიბი ბანკში" გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music"

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული