შაბათი დღე გაერთიანებული ლიგის 1/4-ფინალური დაპირისპირებებით დაიწყება. წრიული ეტაპის შემდეგ საუკეთესო ოთხეულს ბრინჯაოს ლიგაში VI-VII ადგილებზე გასული ოთხი გუნდი შეუერთდა, რომლებიც მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობას ერთრაუნდიან დუელში გაარკვევენ.
13.06.2015. გაერთიანებული ლიგა. 1/4-ფინალი
11:00 თრეველკემპ ჯორჯია - ჯო ენი
12:00 შანგრილა - ბიბლუსი
13:00 ჯიპიაი ჰოლდინგი - მედიქლაბჯორჯია
16:00 გორგია - თბილისის მერია
რაც შეეხება 1/2-ფინალებს, მატჩები უკვე კვირას, 14
14.06.2015. გაერთიანებული ლიგა. 1/2-ფინალი
16:00 თრეველკემპ ჯორჯია/ჯო ენი - გორგია/თბილისის მერია
17:00 ჯიპიაი ჰოლდინგი/მედიქლაბჯორჯია - შანგრილა/ბიბლუსი
შაბათის მთავარი მოვლენები სუპერლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრებში უნდა განვითარდეს.
14:00 სთ-ზე ერთმანეთს ტრადიცული მეტოქეები - მფკ "ნატახტარი" და FC PSP დაუპირისპირდებიან. მიმდინარე სეზონის წრიულ ეტაპზე "ნატახტარმა" ორჯერ მოახერხა "ფარმაცევტების" ძლევა და ორჯერვე ერთნაირი ანგარიშით - 3-0. ხვალ ეს გუნდები მეთერთმეტედ შეხვდებიან ერთმანეთს. ოთხწლიანი ურთიერთშეხვედრების მანძილზე "ნატახტარმა" შვიდჯერ შეძლო მეტოქის ძლევა, თავად კი სამჯერ დამარცხდა.
მიუხედავად სტატისტიკისა, ხვალინდელი 1/2-ფინალი უაღრესად დაძაბული და საინტერესო იქნება და წინასწარ ფავორიტის დასახელებაც საკმაოდ რთულია.
მეორე 1/2-ფინალური წყვილიც არანაკლებ საინტერესოდ გამოიყურება. წრიული ეტაპის გამარჯვებული "შინაგან საქმეთა სამინისტრო" ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ "პროგრეს ბანკს" დაუპირისპირდება.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე ამ გუნდების დაპირისპირებების ისტორია მხოლოდ მიმდინარე სეზონს ითვლის, სადაც სრული უპირატესობა "ძალოვნებს" აქვთ - მათ ორივე შეხვედრაში სძლიეს მრისხანე მეტოქეს. თუმცა, პლეი ოფის პრინციპიდან გამომდინარე, ამ წყვილშიც უპირობო ფავორიტის გამოყოფა არ იქნება იოლი. მატჩი 15:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.
რაც შეეხება განმეორებით შეხვედრებს, ფინალისტების ვინაობა საბოლოოდ 21 ივნისს გახდება ცნობილი.
13.06.2015. სუპერლიგა. 1/2-ფინალი (I რაუნდი)
14:00 მფკ ნატახტარი - FC PSP
15:00 შსს - პროგრეს ბანკი
კვირას კი ოქროს ლიგის ფინალური მატჩი გაიმართება. თუმცა მანამდე ფინალისტების ვინაობა ვერცხლის ლიგაში უნდა გაირკვეს.
"კრედოსა" და "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" გუნდების პირველი დაპირისპირება ფრედ, 2-2 დასრულდა და ყველაფერი სწორედ განმეორებით შეხვედრაში უნდა გადაწყდეს.
საკმაოდ სოლიდური უპირატესობით ხვდება "სნიკერსი" "საქართველოს ბანკთან" განმეორებით დუელს. მათ მეტოქე პირველ შეხვედრაში 3-0 ჰყავთ დამარცხებული და "ბანკირების" წინაშე ურთულესი ამოცანა დგას.
14.06.2015. ვერცხლის ლიგა. 1/2-ფინალი (II რაუნდი)
14:00 GWP - კრედო (2-2)
15:00 სნიკერსი - საქართველოს ბანკი (3-0)
სათამაშო დღეს ოქროს ლიგის ფინალური დაპირისპირება დაასრულებს. ჩემპიონობისთვის "ნატახტარი" და "ევროპაბეთი" იბრძოლებენ. თუკი "ნატახტარისთვის" მიზანი შარშანდელი ტიტულის დაცვაა, "ბუკმეკერები" ლიგაში პირველ სეზონს ატარებენ და შესაბამისად, სადებიუტო "ტროფეის" მოგება მათთვის დამატებითი სტიმულია.
ეს გუნდები მიმდინარე გათამაშებაში პირველად და ერთადერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ "ნატახტარმა" 4-2 სძლია მეტოქეს. ფინალი 18:00 სთ-ზე დაიწყება.
14.06.2015. ოქროს ლიგა. ფინალი
18:00 ევროპაბეთი - ნატახტარი
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".
რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური