საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები სპორტკომპლექს "არენაში" ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდისთვის მზადებას შეუდგა.

ფუტსალის ასოციაციის ცნობით, "ჯვაროსნების" უფროსმა მწვრთნელმა ალიკ სარქისიანმა შეკრებაზე 19 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: თ. ბუკია, დ. კეფაშვილი, გ. ახობაძე, ნ. ფხაკაძე;
მოთამაშეები: - ა. სებისკვერაძე, შ. თოფურია, ა. ძაბირაძე, შ. ჭანუყვაძე, გ. ალთუნაშვილი, ნ. ზედელაშვილი, ვ. ჯვარაშვილი, კ. მაისაია, დ. ბობოხიძე, ზ. ლუკავა, ი. თოდუა, გ. ნიშნიანიძე, რონი, გ. ნიკვაშვილი, ლ. კობაიძე.

ნაკრები რუმინეთში 17 მარტს, დილით გაემგზავრება, სადაც ელიტრაუნდის შეხვედრებს გამართავს. ჩვენები ძლიერ ჯგუფში მოხვდნენ
- 18 მარტს საქართველო მსოფლიო ფუტსალის ერთ-ერთ გრანდს, პორტუგალიას დაუპირისპირდება, 19-ში მასპინძელ რუმინეთს, ხოლო 21-ში ჯგუფის ასევე ერთ-ერთ ფავორიტ ყაზახეთს.

მატჩებს რუმინეთის ქალაქ კელევარეშის სპორტული დარბაზი "პალავენტ ჰოლი" უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული