18 ოქტომბერს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წწ. სეზონი იწყება!

AutoSharing Option
15 ოქტომბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წწ. სეზონის პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი სეზონი რიგით მერვე იქნება ლიგის ისტორიაში და ჯამში, ექვსი სხვადასხვა ლიგის ფორმატში გაიმართება, სადაც მონაწილე გუნდების რაოდენობა 60-ს შეადგენს.

პრეზენტაციას მონაწილე გუნდების წარმომადგენლებთან ერთად, ჩემპიონატის პარტნიორები და სხვადასხვა საპატიო სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ თბილისის "დინამოს" კაპიტანი ალექსანდრე იაშვილი და ცხინვალის "ცხინვალის" ფეხბურთელი გიორგი ივანიშვილი, რომელიც ამავდროულად, საქართველოში ესპანური სპორტული ბრენდის, JOMA-ს სახეც გახლავთ.

სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ქართველი ჯარისკაცები - სეზონის
განმავლობაში ჩემპიონატის ორგანიზატორები თავდაცვის სამინისტროსთან ერთად სხვადასხვა აქციას გეგმავენ.

Sportall.Ge

პრეზენტაციაზე ჩემპიონატის ორგანიზატორმა, სპორტულმა სააგენტო SBM-მა ლიგის ოფიციალური ექსკლუზიური ბურთი წარადგინა, რითიც ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თამაშები გაიმართება.

გუშინვე გაიმართა წილისყრა, რის შემდეგაც გუნდებს სატურნირო ცხრილში შესაბამისი ნომრები მიენიჭათ და გაირკვა, თუ როგორ დაწყვილდებიან ისინი პირველ ტურში.

სეზონი კი 18 ოქტომბერს, 2014/15 წწ. სეზონის სუპერთასის ოთხთა ფინალით აიღებს სტარტს, სადაც ერთმანეთს შარშანდელი ჩემპიონები: სკ პსპ, მფკ "ტატიშვილი", "ნატახტარი" და "კრედო" დაუპირისპირდებიან.

18.10.2015. სუპერთასი 2014/15
15:00 ნატახტარი - კრედო
16:00 სკ პსპ - მფკ ტატიშვილი
17:00 ფინალი

რეგულარული სეზონი 25 ოქტომბერს, სუპერლიგა A და სუპერლიგა B-ს პირველი ტურის შეხვედრებით დაიწყება.

25.10.2015. სუპერლიგა A. I ტური
მფკ ნატახტარი - მფკ დინამო (ბთ)
სკ ჯვაროსნები - ევექსი - მფკ ვეტერანები
შსს - მფკ ტატიშვილი
სკ პსპ - გრანდე გრუპ ჯორჯია (მცხეთა)
სკ ტტც - სდსს

ათივე გუნდი ერთმანეთს ერთ წრედ დაუპირისპირდება, რის შემდეგაც პლეი ოფში საუკეთესო რვა განაგრძობს ასპარეზობას.

25.10.2015. სუპერლიგა B. I ტური
ახპიური - საქართველოს უნივერსიტეტი
მფკ პალერმო - ვივუსი
ევროკრედიტი - დანაშაულის პრევენციის ცენტრი (CFCP)
მფკ გენერალი (კასპი) - ჯორჯიან მანგანეზი (ჭიათურა)
სკ ფერო (ზესტაფონი) - უნიკრედიტი (unicredit.ge)

რაც შეეხება კორპორატიული, ოქროს და ვერცხლის ლიგის გუნდებს, ისინი პირველ დაპირისპირებებს 1-ელ ნოემბერს გამართავენ.

01.11.2015. ოქროს ლიგა. I ტური
ტტც - ნატახტარი
ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი - საქართველოს ბანკი
პატრული - ევროპაბეთი
ვესტ ინვესტი - ევროპაბეთი
*კრედო პირველ ტურში ისვენებს

01.11.2015. ვერცხლის ლიგა. I ტური
ვითიბი ბანკი - ბანკი რესპუბლიკა
ბაქსვუდი - ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი
თბილისის მერია - თეთრი ქუდი
ბიპი ჯორჯია - საქრუსენერგო
ალიანს ჯორჯია - ავერსი

2016 წლის თებერვლიდან გათამაშებას ბრინჯაოს ლიგა და სუპერლიგა C დაემატება.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წწ. სეზონს ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

ჩემპიონატის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული