პირველი სათამაშო დღე სუპერლიგა A და სუპერლიგა B-ს გუნდებს დაეთმოთ.
პირველები პარკეტზე "ევროკრედიტისა" და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდები გავიდნენ. დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ "ევროკრედიტის" ფეხბურთელებმა მოახერხეს მეტოქის გატეხვა და დამაჯერებლად, 7-3 იმარჯვეს.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ ლიგაში დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა "ჯორჯიან მანგანეზ ზესტაფონის" საფეხბურთო გუნდმა "ფერომ", რომელმაც ლიგის დებიუტანტს, UNICREDIT.GE-ს 6-0 სძლია.
წარუმატებელი დებიუტი გამოუვიდა აჭარის სომეხთა კავშირის გუნდ "ახპიურს", რომელიც ლიგის ერთ-ერთ ყველაზე
გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე "სტუდენტებმა" 6-2 დაამარცხეს მოწინააღმდეგე.
სუპერლიგა B პირველი ტურის შეხვედრებს შორის ყველაზე გამორჩეული რეგიონალური დერბი გამოდგა, რომელშიც ერთმანეთს კასპის "გენერალი" და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა" დაუპირისპირდნენ.
გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე დაპირისპირება საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, რაზეც მსაჯების მხრიდან ორივე გუნდის თითო ფეხბურთელის გაძევებაც მოწმობს. საბოლოოდ, უკომპრომისო ორთაბრძოლა ფრედ, 3-3 დასრულდა.
საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა "პალერმოსა" და "ვივუსის" დაპირისპირებაშიც - 5-5.
25.10.2015. სუპერლიგა B. I ტური
ევროკრედიტი - დანაშაულის პრევენციის ცენტრი (CFCP) 7-3
სკ ფერო (ზესტაფონი) - UNICREDIT.GE 6-0
ახპიური (აჭარა) - საქართველოს უნივერსიტეტი 2-6
მფკ გენერალი (კასპი) - GM CHIATURA 3-3
მფკ პალერმო - VIVUS.GE 5-5
კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული გამოდგა პირველი ტური სუპერლიგა A-ში.
ტური მფკ "ნატახტარისა" და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირებით დაიწყო. მიუხედავად აჭარელთა არაერთი მცდელობისა, ანგარიში ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა გახსნა, რასაც მატჩის მიწურულს მეორე გოლიც მიუმატა და საბოლოოდ 2-0 იმარჯვა.
გამარჯვებით დაიწყო რეგულარული სეზონი მოქმედმა ჩემპიონმა და სუპერთასის მფლობელმა პსპ-მ, რომელმაც მცხეთის სახელით მოასპარეზე "გრანდ გრუპ ჯორჯიას" გუნდი დაამარცხა 4-0.
დღის ყველაზე სანახაობრივი და საინტერესო დაპირისპირება კი მფკ "ტატიშვილსა" და შსს-ს შორის გაიმართა. ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ორივე გუნდის შესრულებით უმაღლესი ხარისხის ფეხბურთი იხილა.
"მედიკოსები" პირველივე ტაიმში სამი ბურთით დაწინაურდნენ, რასაც "ძალოვნებმა" ტაიმის მიწურულს ერთი ბურთით უპასუხეს. მეორე ნახევარში, მიუხედავად ორივე გუნდის მცდელობისა, გოლები მხოლოდ "ტატიშვილის" კარში გავიდა და მატჩიც ფრედ, 3-3 დასრულდა.
წაგებით დაიწყო ჩემპიონატი ვეტერანების სახელით მოასპარეზე ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომლის რიგებს კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი და გივი კვარაცხელია იცავენ.
სკ "ჯვაროსნები-ევექსის" წინააღმდეგ ანგარიში სფფ-ის პრეზიდენტის პასით ვიცე-პრემიერმა გახსნა, რომელმაც ამ შეხვედრაში ჰეთ თრიკის შესრულებაც მოახერხა, თუმცა ეს წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სამი გოლის საპასუხოდ, მათმა მეტოქემ შვიდის გატანა მოახერხა და დამსახურებული სამი ქულაც მოიპოვა - 7-3.
აღსანიშნავია, რომ სპორტული კლუბი "ჯვაროსნები" ახალ სეზონს სამი ახალი სპონსორით შეხვდა - სატიტულო სპონსორი "სამედიცინო კორპორაცია ევექსია". რაც შეეხება კიდევ ორ სპონსორს, კლუბის წარმატებაზე "ტრანს ტრეიდინგი" და "ჯეორჯიან რემედი" იზრუნებენ.
კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდებს შორის გაიმართა. დაძაბული დაპირისპირება სატრანსპორტოს გამარჯვებით, 3-2 დასრულდა.
25.10.2015. სუპერლიგა A. I ტური
მფკ ნატახტარი - მფკ დინამო (ბთ) 2-0
შსს - მფკ ტატიშვილი 3-3
FC PSP - გრანდე გრუპ ჯორჯია (მცხეთა) 4-0
სკ ჯვაროსნები - ევექსი - მფკ ვეტერანები 7-3
FC TTC - სდსს 3-2
სუპერლიგის მომდევნო ტურის შეხვედრები 8 ნოემბერს გაიმართება, მომდევნო კვირას კი რეგულარულ სეზონს კორპორატიული, ოქროს და ვერცხლის ლიგის გუნდები დაიწყებენ.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "სამედიცინო კორპორაცია ევექსი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".
მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM", ვებ პორტალები, sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური