მერვე სეზონის რიგით მესამე სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის დაპირისპირებით დაიწყო, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ "საქრუსენერგოსა" და "ბიპი ჯორჯიას" გუნდები წარდგნენ. დაძაბული შეხვედრა "ენერგეტიკების" გამარჯვებით, 3-2 დასრულდა.
ამავე ლიგაში კიდევ ოთხი შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონატის დებიუტანტების დაპირისპირებაში "ალიანს ჯორჯიამ" 5-0 სძლია "ავერსს". დიდი ანგარიშით დამარცხდა კიდევ ერთი დებიუტანტი, "თეთრი ქუდი", რომელმაც თბილისის მერიის გუნდთან დათმო - 2-8. გამარჯვებით დაიწყო სეზონი ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდმა,
პირველი ტურის ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება "საბანკო დერბიში" გაიმართა, სადაც "ვითიბი ბანკმა" 3-1 სძლია "ბანკ რესპუბლიკას".
01.11.2015. ვერცხლის ლიგა. I ტური
BP GEORGIA - საქრუსენერგო 2-3
ალიანს ჯორჯია - ავერსი 5-0
ვითიბი ბანკი - ბანკი რესპუბლიკა 3-1
თბილისის მერია - თეთრი ქუდი 8-2
ბაქსვუდი - ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი 0-4
პირველი ტურის მატჩები გაიმართა ოქროს ლიგაშიც. შარშანდელი ჩემპიონი "ნატახტარი" თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს დაუპირისპირდა და 3-0 დაამარცხა.
ორწლიანი პაუზის შემდეგ ლიგაში დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა საპატრულო პოლიციის გუნდმა, რომელმაც შარშანდელ ფინალისტს, "ევროპაბეთს" 4-2 სძლია. ფრედ, 2-2 დასრულდა "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერისა" და "საქართველოს ბანკის" დაპირისპირება. აღსანიშნავია, რომ "ბანკირები" კარგად მოთამაშე მეტოქესთან 0-2 მარცხდებოდნენ, თუმცა მატჩის გადარჩენა მაინც მოახერხეს.
ყველაზე დაძაბული და საინტერესო კი "საქართველოს ფოსტისა" და "ვესტ ინვესტის" დაპირისპირება გამოდგა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა საბოლოოდ "ფოსტალიონების" გამარჯვებით, 3-2 დასრულდა.
01.11.2015. ოქროს ლიგა. I ტური
TTC - ნატახტარი 0-3
პატრული - ევროპაბეთი 4-2
GWP - საქართველოს ბანკი 2-2
ვესტ ინვესტი - საქართველოს ფოსტა 2-3
*კრედო პირველ ტურში ისვენებდა
კორპორატიული ლიგების მომდევნო ტურის შეხვედრები 15 ნოემბერს გაიმართება, მანამდე კი, 8 ნოემბერს, მეორე ტურის მატჩებს სუპერლიგა A და სუპერლიგა B-ს გუნდები გამართავენ.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".
მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.geდა ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური