ხარჯავანიძე აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განმარტებას აკეთებს.
მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 12 თებერვალს, როგორც საქართველოს ფუტსალის ასოციაციის რიგგარეშე ყრილობის პრეზიდენტობის კანდიდატმა, წერილობითი ფორმით უარი განვაცხადე, მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში. მსურს განვმარტო დეტალები აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ.
ჩემ მიერ კანდიდატურის მოხსნა გამოიწვია იმან, რომ შევხვდი მოსარჩელე მხარეს და მათ წარმომიდგინეს დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ დღევანდელ სფა-ს მმართველობას, თბილისის საქალაქო სასამართლოში (საქმე ნომერი: 2/18019-13, მოსამართლე ქ-ნ მაია სვიანაძე) წაგებული
დამატებით გავეცანი საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქ-ნ თეა წულუკიანის ბრძანება 112-ს, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 16 დეკემბერს, 19.4 პუნქტი, რაც ითვალისწინებს საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცებას - ცვლილებას (2010 წლის წლის 15 იანვრის ნომერი 4 ბრძანება).
ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ დამარეგისტრირებდა, როგორც საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს, რაც გულისხმობს (სასამართლო დავის დასრულებამდე) ვიქნებოდი არალეგიტიმური პრეზიდენტი და სრულფასოვნად ვერ განვახორციელებდი წესდებით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რადგან მიმდინარეობს აღნიშნულ ორგანიზაციაში სამართლებრივი დავა.
გავიარე რა კონსულტაციები ჩემი მხარის იურისტებთან, აღნიშნული იურიდიული გარემოების გათვალისწინებით, როგორც მოქალაქე, რომელიც პატივს ვცემ მართლმსაჯულებას, ქართულ კანონმდებლობას და შესაბამის ნორმატიულ აქტებს, გადავწყვიტე, დაველოდო სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
პატივისცემით,
ირაკლი ხარჯავანიძე"
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ასოციაციის რიგგარეშე ყრილობამ ახალი პრეზიდენტი დღეს უნდა აირჩიოს. არჩევნები 16:00 საათზე, "არენა 1"-ში დაიწყო. პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი ოთარ ხიზანეიშვილია.