ლიგის ისტორიაში პირველად, წელს ორი თასის გამარჯვებული გამოვლინდება. სუპერლიგისა (A და B) და კორპორატიული ლიგების (ოქრო და ვერცხლი) საუკეთესო 16-16 გუნდი ასპარეზობას 1/8-ფინალიდან დაიწყებს. მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ერთი მატჩის ჯამში გაირკვევა. წილისყრაში მონაწილეობა თბილისის "დინამოს" კაპიტანმა ალექსანდრე იაშვილმა და "დინამოსა" და ეროვნული ნაკრების მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა მიიღეს.
სუპერლიგის თასის პირველ რაუნდში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
მფკ ტატიშვილი - სკ ევექსი-ჯვაროსნები
Vivus.ge - ევროკრედიტი
საქ.
სკ ტტც - გენერალი (კასპი)
სდსს - მფკ ნატახტარი
შსს - სკ ფერო (ზეს)
ვეტერანები - Unicredit.ge
დანაშაულის პრევენციის ცენტრი – GM ჭიათურა
თამაშები 20 მარტს გაიმართება.
რაც შეეხება კორპორატიული ლიგის თასის გათამაშებას, 1/8-ფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
ვესტ ინვესტი - თბილისის მერია
თეთრი ქუდი - პატრული
ტატიშვილი - ალიანს საქართველო
ნატახტარი - საქ. ბანკი
GWP - კრედო
საქ. ფოსტა - ბაქსვუდი
ბანკი რესპუბლიკა - ტტც
საქრუსენერგო - ვითიბი ბანკი
კორპორატიული ლიგის თასი სტარტს 3 აპრილს აიღებს.
წილისყრის შედეგად გუშინვე გაირკვა ბრინჯაოს ლიგისა და სუპერლიგა C-ს გუნდების ვირტუალური სატურნირო ნუმერაცია. აღნიშნული გათამაშებები სტარტს კვირას, 13 მარტს აიღებს და მასში მონაწილეობას დებიუტანტ გუნდებთან ერთად ზედა ლიგებიდან დაქვეითებული გუნდები მიიღებენ.
ბრინჯაოს ლიგის პირველ ტურში ითამაშებენ:
12:00 შემოსავლების სამსახური - BP Georgia
13:00 თიბისი ბანკი - აჭარა გრუპი
15:00 ეროვნული ბანკი - ლიბერთი ბანკი
17:00 ევროპაბეთი - ავერსი
სუპერლიგა C-ს პირველ ტურში შემდეგი თამაშები გაიმართება:
14:00 ჯი პი აი - ტვ იმედი
16:00 სამტრედია - ახპიური
18:00 თავდაცვის სამინისტრო - სკ ჯვაროსნები
ორივე ლიგაში გათამაშება ერთ წრედ გაიმართება. საუკეთესო ოთხეულში მოხვედრილი გუნდები მომავალ 2016/17 წწ. სეზონში რანგით მაღალი ლიგის საგზურებს მიიღებენ.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda","წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".
მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", ვებპორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური