ფუტსალში ახალი გამგეობაა - ოთარ ხიზანეიშვილმა ვეტერანები აქციაში ჩართო

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ასოციაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტის, ოთარ ხიზანეიშვილის ინიციატივით, ასოციაციის გამგეობაში ახალი წევრები აირჩიეს - აჭარის ფუტსალის ასოციაციის კანდიდატი დავით ახალკაცი და თბილისის ფუტსალის ასოციაციის კანდიდატი - ზურაბ აბზიანიძე.

მეორე დღეს კი, ასოციაციამ სამტრედიაში ღონისძიება გამართა. მისი ინიციატორი, ფუტსალის ორგანიზაციასთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გახლდათ - პროექტი "სოციალური ინკლუზიის ხელშემწყობი ქვეპროგრამის" ფარგლებში გაიმართა. ამ ქვეპროგრამის მიზანი, სოციალური ინკლუზიის დახმარებით, საჯარო სკოლებში კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაა. ფუტსალის ასოციაციამ კი პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტა. ღონისძიებას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, დიმა ობოლაძე
უძღვებოდა.

მასში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ - გიორგი დემეტრაძე, დავით სირაძე, გოგა გახოკიძე, გიორგი ნემსაძე, ლევან ცქიტიშვილი, თავად ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი ოთარ ხიზანეიშვილი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები. ისინი ამხანაგურად სამტრედიის მე-15 საჯაროს სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. დაპირისპირება მოსწავლეების გამარჯვებით დასრულდა – 13:12.

თამაშის დასრულების შემდეგ ოთარ ხიზანეიშვილმა და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს საპატიო სიგელები გადასცეს. ოთარ ხიზანეიშვილის თქმით, განათლების სამინისტრო და ფუტსალის ასოციაცია ანალოგიურ აქციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გეგმავს, მათ შორის, პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობისთვის.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარეთ ხიზანასი მე მჯერე კაცია წარმატებები.
mento
16:47 30-03-2016
0
ოთარ გაიხარე ცარმატებები ჯიგარო.
lola
15:11 30-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული