"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ "ჩემპიონატისთვის" მიცემულ კომენტარში საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"პორტუგალიასთან მერვედფინალში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება და კარგია, რომ ეს შანსი მაინც არის.

რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ, პორტუგალია მეორე გუნდით ითამაშებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმეს დათმობენ.

ეს არის საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩი - ჩვენ შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა. ამ თამაშის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, მომენტები გვექნება", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგია 12.000 ხელფასი 5 ადგილას მერიაში, ნეტა ისე თუ ყოფილხარ მაინც, ასე იცის საძმომ
მახო
22:51 26-06-2024
5
თქვი კაცურად ვისზე დადე ფსონი
Ვახტანგ კაპანაძე
19:15 26-06-2024
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული