მატჩების გადადების მიზეზი 16-17 აპრილს გერმანიის ფუტსალის ნაკრებთან გამართული ამხანაგური შეხვედრებია. თსუ-სა და "თელასის" ფეხბურთელების შეკრებაზე ყოფნის მიზეზით, ორგანიზატორების, გუნდების და ნაკრების ხელმძღვანელთა შეთანხმებით, ამ გუნდების მეხუთე და მეექვსე ტურის შეხვედრები გადაიდო.
ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბი, გუშინ თბილისის "სპარტაკს" დაუპირისპირდა და მოლოდინისამებრ, მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 11-1. თსუ-ს რიგებში პოკერით გამოირჩა ლაშა სიგუნავა. თსუ-ს გოლების აქტივი კი ხუთ შეხვედრაში 46 გატანილ ბურთს
დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება შეძლო მოქმედმა ჩემპიონმა "სტუ-თელასმა", თუმცა კონკურენტისგან განსხვავებით, ამისათვის მცირე ბრძოლის გადატანაც მოუხდა. ჩემპიონის გუშინდელი მეტოქე დებიუტანტი "თბილისი" იყო, რომლის ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდნენ, ღირსეული წინააღმდეგობა გაეწიათ ფავორიტი მეტოქისთვის, თუმცა მათ გამოცდილებას და კლასს საბოლოოდ ვერაფერი დაუპირისპირეს და 3-6 დამარცხდნენ.
მიუხედავად გამარჯვებისა, უდანაკარგოდ არც თელასი დარჩა - მომავალ ტურში უშუალო კონკურენტთან, სეზონის ცენტრალურ შეხვედრაში "ენერგეტიკებს" მათი მთავარი კიპერი ლევან გაბუჩია ვერ დაეხმარება, რომელიც გუშინ ბოლო იმედის ჯარიმისთვის იქნა გაძევებული.
შეგახსენებთ, რომ ტურის კიდევ ორი დაპირისპირება 11 აპრილს გაიმართა, რომელშიც "აფხაზეთმა" "უფლისციხეს" სძლია - 11-4, ხოლო "დინამო" ბათუმმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა - 12-7.
რეგულარული სეზონის დასრულებამდე არასრული ორი ტურით ადრე სატურნირო ცხრილს 15-15 ქულით კვლავინდებურად თსუ და "თელასი" ლიდერობენ. 12 ქულით მესამე საფეხურზე "აფხაზეთი" იმყოფება. მომდევნო ოთხ ადგილს კი 6-6 ქულით "დინამო", "თბილისი", "უფლისციხე" და "სპარტაკი" იკავებენ.
კონკურენტებზე თითო თამაშით ნაკლები "თბილისსა" და "დინამოს" აქვთ ჩატარებული, რაც მათ პლეი ოფში გასვლის შანსებს შედარებით უფრო წონადს ხდის. სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს მეექვსე ტურის გადადებულ შეხვედრაში.
ბომბარდირები: მელტონ ახალაია (აფხაზეთი) - 20, აბი აჰო ალფონსე (სპარტაკი) - 17, გოჩა მახარაძე (დინამო), ავთანდილ სებისკვერაძე (აფხაზეთი) - 11, ბიძინა ღუღუნიშვილი (აფხაზეთი), ლაშა მაისრუაძე (IBSU), გიორგი სოზაშვილი (თელასი), ლაშა სიგუნავა (თსუ) - 10
25.04.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. V ტური
სპარტაკი - თსუ 1-11 (0-3)
გოლები: 3:22’ ნიკვაშვილი (0-1), 10:23’ ჭუმბურიძე (0-2), 14:11’ სიგუნავა (0-3), 23:46’ სიგუნავა (0-4), 27:42’ ბობოხიძე (0-5), 28:08’ სიგუნავა (0-6), 31:00’ ქურცაძე (0-7), 31:31’ დუ ჟუნიორ (1-7), 33:02’ ნიკვაშვილი (1-8), 35:49’ კაკაბაძე (1-9), 37:08’ სიგუნავა (1-10), 39:11’ ჭანუყვაძე (1-11)
გაფრთხილება: ჭანუყვაძე, კურატიშვილი
სპარტაკი: ქუთათელაძე, მგალობლიშვილი, კურატიშვილი, დუ ჟუნიორ, სერჟ აბლო სათ.: ადეიშვილი, კირკიტაძე, კანდარელი, ბოიომო
თსუ: ჯამბურია, ბობოხიძე, ლუკავა, ნიკვაშვილი, ქურცაძე სათ.: ჭანუყვაძე, კაკაბაძე, კობაიძე, სიგუნავა, ჭუმბურიძე, სანიკიძე
თბილისი - სტუ-თელასი 3-6 (0-3)
გოლები: 1:51’ შელეგია (0-1), 3:34’ კურბანოვი (0-2), 12:10’ სოზაშვილი (0-3), 23:52’ წვერავა (0-4), 24:36’ ცეცაძე (1-4), 26:35’ შელეგია (1-5), 29:31’ მაისურაძე (2-5 პენ), 38:57’ სოზაშვილი (2-6), 39:55’ დ.თურმანიძე (3-6)
გაფრთხილება: კურბანოვი გაძევება: გაბუჩია
თბილისი: დ.თურმანიძე, ნ.თურმანიძე, მაისურაძე, ჭელიძე, რეხვიაშვილი სათ.: მხითარიანი, ცეცაძე, ჯანელიძე, კარაპეტიანი, ხახაშვილი, ხიდეშელი, გედენიძე
სტუ-თელასი: გაბუჩია, სოზაშვილი, თოფურია, შელეგია, კურბანოვი სათ.: წვერავა, თარხნიშვილი, მამულაშვილი, ცხომარია, მერკვილაძე
საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან გერმანული სპორტული ბრენდი SALLER და ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", "წყალი მარგებელი", SPORT City, Apple City.
მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები: sportall.ge, mysports.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი "ლელო".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
წარმატებებიი!!