SBM League 2016/17: ჩემპიონატს კორპორატიული გუნდებიც იწყებენ!

AutoSharing Option
30 ოქტომბერს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მეორე სათამაშო დღეს უმასპინძლებს.

ჩემპიონატში კორპორატიული - ოქროს და ვერცხლის ლიგების გუნდები ჩაერთვებიან.

ხანგრძლივი სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის პირველი ტურის თამაშებით აიღებს სტარტს.

აღნიშნულ გათამაშებაში წელს 14 გუნდი იღებს მონაწილეობას, საიდანაც 8 გუნდი პირველად ითამაშებს ვერცხლის ლიგაში, აქედან ოთხ გუნდს კი სულაც დებიუტი ექნება ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში.

ტური დილის 10:00 სთ-ზე "აჭარა ჯგუფისა" და სავაჭრო ცენტრ "კუბიკის" გუნდების დაპირისპირებით დაიწყება.

მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთს უკვე ნაცნობი მეტოქეები, "თეთრი ქუდი" და "ბანკი რესპუბლიკა"
დაუპირისპირდებიან. 12:00 სთ-ზე ითამაშებენ "საქართველოს ბანკი" და "ავერსი". 13:00 სთ-ზე ერთმანეთს ორი დებიუტანტი, "მინა" და "ელიტა ბურჯი" დაუპირისპირდებიან.

14:00 სთ-ზე "ბაქსვუდის" საერთაშორისო სკოლის გუნდი ვერცხლის ლიგის დებიუტანტთან, შემოსავლების სამსახურის გუნდთან გაარკვევს ურთიერთობას. ვერცხლის ლიგაში აღზევებული "ლიბერთი ბანკი" შარშანდელ 1/2-ფინალისტს, "საქრუსენერგოს" ეთამაშება.

ტურს 16:00 სთ-ზე დებიუტანტი "დომინო’ს პიცის" და შარშანდელი ბრინჯაოს ლიგის გამარჯვებული "ევროპაბეთის" გუნდების შეხვედრა დაასრულებს.

30.10.2016. ვერცხლის ლიგა. I ტური
10:00 აჭარა ჯგუფი - კუბიკი
11:00 თეთრი ქუდი - ბანკი რესპუბლიკა
12:00 საქართველოს ბანკი - ავერსი
13:00 მინა - ელიტა ბურჯი
14:00 ბაქსვუდი - შემოსავლების სამსახური
15:00 ლიბერთი ბანკი - საქრუსენერგო
16:00 დომინო’ს პიცა - ევროპაბეთი

30 ოქტომბრის სათამაშო დღე ოქროს ლიგის სასტარტო ტურის მატჩებით გაგრძელდება.

17:00 სთ-ზე ერთმანეთს ვერცხლის და ოქროს ლიგების შარშანდელი ფინალისტები, "თბილისის მერია" და "ნატახტარი" დაუპირისპირდებიან. 18:00 სთ-ზე კორპორატიული ლიგის თასის მფლობელი "საქართველოს ფოსტის" გუნდი დებიუტანტ "მენიუ.ჯის" გუნდს შეხვდება.

19:00 სთ-ზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 20:00 სთ-ზე კი "ძალოვანთა დერბი" გაიმართება, მოქმედი ჩემპიონი საპატრულო პოლიციის გუნდი ჩემპიონის რანგში პირველ შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს გუნდ "სარანგთან" გამართავს.

დღის ბოლო შეხვედრას 21:00 სთ-ზე ვერცხლის ლიგის შარშანდელი ჩემპიონი "ვითიბი ბანკი" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეორე გუნდი ჩაატარებენ.

30.10.2016. ოქროს ლიგა. I ტური
17:00 თბილისის მერია - ნატახტარი
18:00 საქართველოს ფოსტა - Menu.Ge
19:00 TTC – GWP
20:00 პატრული - სარანგი
21:00 ვითიბი ბანკი - სფფ

კორპორატიულ ლიგაშიც, სუპერლიგის მსგავსად, ასპარეზობა ერთ წრედ წარიმართება. პლეი-ოფში გასული 8-8 საუკეთესო კი მოდევნო ეტაპზე გასასვლელად ორ მოგებამდე იბრძოლებს. რაც შეეხება კორპორატიული ლიგის თასის გათამაშებას, აქ მონაწილეობის უფლება ოქროს ლიგის ათივე გუნდს და წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ ვერცხლის ლიგის საუკეთესო ექვს გუნდს ექნება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები - sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული