ბედნიერი ვარ - მათე ვაწაძე დანიის სუპერლიგაში დაბრუნდა

AutoSharing Option
ქართველი ფორვარდი მათე ვაწაძე დანიის სუპერლიგაში დაბრუნდა. 28 წლის ფორვარდმა დანიურ "ვიბორგთან" 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას დანიური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

"ბედნიერი ვარ დანიაში დაბრუნებით და მოუთმენლად ველი მატჩებს, სადაც დავამტკიცებ, რომ დღესაც კარგი ფორვარდი ვარ. დიდი იმედი მაქვს, "ვიბორგში" ყოფნის პერიოდში ბევრ გოლს გავიტან", - განუცხადა ვაწაძემ კლუბის პრესსამსახურს.

ვაწაძეზე კომენტარი სპორტულმა დირექტორმა მორტენ იენსენმაც გააკეთა:

"ვიცით, რომ ვაწაძე ძალიან კარგი ფორვარდია და მან ეს დანიაში ყოფნის პერიოდშიც დაამტკიცა. მოუთმენლად ველით მის თამაშს და გვჯერა, რომ ის კლუბს
წარმატების მიღწევაში დაეხმარება".

"ვისბორგი" 21 ტურის შემდეგ დანიის ჩემპიონატში 17 ქულით ბოლო ადგილზეა. ვაწაძეს კი აქამდე თბილისის "დინამოში", "ვოლგაში", გორის "დილაში", "ორჰუსსა" და თბილისის "ლოკომოტივში" უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
უკეთეს გუნდში უნდა გადასულიყო, დანიის ბოლოადგილოსანზე უკეთესი არ მოიძებნა?!
ნამდვილად ძლიერი ფორვარდია და იმედია დაამტკიცებს ამას.
Rezo
12 იანვარი 2017 13:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული