Fanatik: სანდრო კობახიძე "გიოზთეფეში" გადადის

AutoSharing Option
უკრაინული მედიის ცნობით, "ვორსკლას" ნახევარმცველი სანდრო კობახიძე თურქულ "სივასსფორში" გადადიოდა, მაგრამ "ფანატიკის" ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის დამატებასთან ახლოს სულ სხვა თურქული კლუბია.

"ფანატიკი" წერს, რომ მიღწეულია შეთანხმება ფეხბურთელის აგენტთან და კობახიძე "გიოზთეფეში" გადავა. მიმდინარე სეზონში "ვორსკლას" საუკეთესო ფეხბურთელი I ლიგის ლიდერში ითამაშებს - "გიოზთეფე" 31 ქულით პირველ ადგილზეა და მე-4 ადგილზე მყოფ "სივასს" 3 ქულით უსწრებს.

სუპერლიგაში 2 კლუბი გადადის, მე-3 და მე-6 ადგილებზე გასულები კი პლეი ოფში ჩაერთვებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად ნახულობენ ასეთ გუნდებს... საოცარია რა!!!
musenbezi
13:09 13-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული