საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მასპინძელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა.
ქულების დაკარგვის გამო, "რეიმსმა" სატურნირო ცხრილში დაწინაურების შანსი დაკარგა. ახლა კანკავას გუნდს 34 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა და ქულით ჩამორჩება მეორე ადგილოსან "ლანსს", რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.