ერთადერთი გატანილი გოლით სწორედ მასპინძელთა ქართველი ფორვარდი გამოირჩა. მჭედლიძე "ემპოლის" ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, გოლი კი მატჩის 82-ე წუთზე გაიტანა.
"ემპოლის" ამ გამარჯვებით 21 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა. მჭედლიძისთვის ეს ამ სეზონში გატანილი მეოთხე გოლი იყო და ის გუნდის ბომბარდირია.