დ’ავერსა: გოგლიჩიძე გიჟივით მუშაობს და ჩვენი გზის მაგალითია

AutoSharing Option
“ემპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ გადაცემაში „გასახდელის ქრონიკებში“ პირად ცხოვრებაზე, თავის გუნდზე და საბა გოგლიჩიძეზეც ისაუბრა:

„მე ვთვლი, რომ ჩვენი გზის მაგალითი შეიძლება გოგლიჩიძე იყოს. როდესაც „ინტერთან“ გააძევეს, მოედანი იმედგაცრუებულმა დატოვა. უკვე მოედანზე ვიკისთან საუბრისას მივხვდი, რომ გააძევებდნენ. სახეზე აფარებული მაისური იმაზე მეტყველებდა, რამდენად დამწუხრებული იყო. მხოლოდ იმ შემთხვევაში გავბრაზდებოდი, ეს უაზრო სისულელე რომ ყოფილიყო, რომელიც ჩვენი პრინციპებისთვის მიუღებელი იქნებოდა.

როდესაც გუნდში მოვედი, მას ვარჯიშისას რიტმზე აყოლა უჭირდა. უთამაშებელი გახლდათ. იტალიურად ვერ ლაპარაკობს, ინგლისურად - ცოტას. მასთან გასაუბრებაც კი ძნელია,
მაგრამ გიჟივით მუშაობს. მე უბრალოდ ავუხსენი, რომ ახალი წესების და VAR-ის გამო მცირე კონტაქტისას უფრო ფრთხილი უნდა იყოს. იქცევა როგორც პროფესიონალი და ეს ისაა, რაც გვჭირდება“.

alt"იუვენტუსი" მზადაა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შესაძენად 7 მილიონი გადაიხადოს

მკითხველის კომენტარები / 6 /
ქუთაისური ჟილკა აქ. ეს ხუმრობა, რა თქმა უნდა. ღმერთმა ყველა მონდომებულ და მშრომელ ადამიანს ხელი მოუმართოს და წარმატებები მისცეს. .
Kutaisski
17:42 21-11-2024
0
ენებსაც ვიწავლით და მაგარ ფეხბურთსაც ვითამაშებთ,
ერმონია
13:42 21-11-2024
0

სიახლეები პოპულარული