"ემპოლის" მწვრთნელი: ლევან მჭედლიძეს პოტენციალი ყოველთვის ჰქონდა...

AutoSharing Option
"ემპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი მარტუსკიელომ გუშინ, 22 იანვარს, "უდინეზესთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის მატჩში "ემპოლიმ" შინ "უდინეზეს" ლევან მჭედლიძის გატანილი გოლით მოუგო.

- ლეგიონის უქმეები: მჭედლიძის გადამწყვეტი თავური, მაკარიძის გმირობა [VIDEO]

"მჭედლიძე? გოლის გასატანად ჯერ მოედანზე ყოფნა უნდა დაიმსახურო. ბოლო მატჩებში მჭედლიძე მოედანზე გამოდიოდა და სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდა. გარდა ამისა, გოლებსაც რეგულარულად იტანდა.

დღეს მან გამარჯვება მოგვიტანა, რადგან ვარჯიშებზე სწორად მუშაობს. მას პოტენციალი სულ ჰქონდა, რომელსაც ადრე არ ამჟღავნებდა", - განაცხადა
მთავარმა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ბოლო დროს მარტლა იტალიელს ეგსავსება
levani56
19:00 23-01-2017
0

სიახლეები პოპულარული