ამ გოლმა "ემპოლი" სერია A-ში დატოვა - იტალიური მედია ლევან მჭედლიძის გოლზე

AutoSharing Option
ლევან მჭედლიძის გოლს "უდინეზეს" კარში იტალიურ მედიაში საკმაო გამოხმაურება მოჰყვა. მან ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ახლა კი პერსონალურად მოუტანა "ემპოლის" სამი ქულა და დიდი ალბათობით, ელიტაშიც დატოვა.

ლეგიონის უქმეები: მჭედლიძის გადამწყვეტი თავური, მაკარიძის გმირობა [VIDEO]

Sky Sports Italia
ჟურნალისტი პაოლო კონდო: "ლევან მჭედლიძის ეს გოლი ისტორიაში შევა, როგორც გოლი, რომელმაც "ემპოლი" სერია A-ში დატოვა".

Gazzetta Dello Sport
"ლევან მჭედლიძემ ტოსკანელებს ოქროს სამი ქულა მოუტანა. ქართველის მეფურმა თავურმა "ემპოლის" ქულათა მარაგი 21-მდე შეავსო და ახლა გავარდნის ზონას გუნდს 11
ქულა აშორებს. მან სერია A-ში ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა".

La Repubblica
"მჭედლიძე ლურჯებს ელიტაში ტოვებს".

Eurosport.it
"ლევან მჭედლიძეს კვლავ გადამწყვეტი გოლი გააქვს. მისი თავური კარნეზისის კარში იყო ერთადერთი ზუსტი დარტყმა, რომელიც ტოსკანელებმა ამ მატჩში შეასრულეს".

La Nazione
"მან უკვე გაიტანა ბერგამოში, გაუტანა "კალიარის", მაგრამ გამარჯვების თავური "უდინეზეს" კარში მაინც სულ სხვა მნიშვნელობისაა. მისმა გოლმა "ემპოლის" სამი ქულა მოუტანა და ახლა ტოსკანური გუნდი მშვიდად არის, გავარდნის ზონას 11 ქულით უსწრებს".

TUTTO mercato WEB
"დღითიდღე ლევან მჭედლიძე მარტუშელოს გუნდის მთავარ მეგოლედ ყალიბდება. მან ძალიან ბევრი იბრძოლა მატჩში და გადამწყვეტი გოლიც გაუტანა კარნეზისს - 7 ბალი".

goal.com
"მჭედლიძის ლამაზი თავური გადამწყვეტი აღმოჩნდა. ის ვესელის შესანიშნავ ჩაწოდებას გამოეხმაურა და მეხივით გაისროლა "უდინეზეს" კარში".
მკითხველის კომენტარები / 13 /
სასიამოვნოა წამყვანი სპორტული გაზეთების ქება. წარმატებები ლევანს!
ლუკა
18:58 23-01-2017
0
გაიხარე ლევან, უფალმა დაგლოცოს და სულ წარმატებები გქონოდეს სპორტულ და პირად ცხოვრებასი.
gizog
19:22 23-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული