პსჟ-ის ფორვარდით ნიკა ქუთათელაძით "შახტარი" და კიევის "დინამო" დაინტერესდნენ

AutoSharing Option
უკრაინული Terrikon.com-ის ცნობით, პსჟ-ს 16-წლამდელთა გუნდის ქართველი ფორვარდით, ნიკოლოზ ქუთათელაძით ორი უკრაინული კლუბი დაინტერესდა.

წყაროს ინფორმაციით, ესენი დონეცკის "შახტარი" და კიევის "დინამო" არიან.

აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-ს ფეხბურთელის მამამ, სერგო ქუთათელაძემაც დაუდასტურა, რომლის თქმით უკრაინული კლუბების წარმომადგენლები მას მართლაც დაუკავშირდნენ და ამ ეტაპზე კლუბებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძე პსჟ-ში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ლილიდან" გადაბარგდა. ამ ხნის განმავლობაში მან პარიზულ კლუბში 8 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 8 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
სხვას არავის უნდა ეს შენი 'ტალანტები' და იმაზეც მადლობა თქვით უკრაინა-რუსეთი რომ ინტერესდება. იქაც არ იმსახურებენ ჩვენები თამაშს, იმიტომ რომ ხედავთ რომ იქიდანაც უკან-უკან მიდიან. ისინი უბრალოდ ძველი სტერეოტიპების მსხვერპლი არიან, რომ ქართველი ნიჭიერია, ტექნიკურია და ა.შ. ევროპაში უნდა დაამტკიცო, საბჭოეთში მამა-პაპების ხარჯზე გენდობიან, რომლებმაც სახელი გაითქვეს. ბევრს კი აგინებთ რუსებს და კომუნისტებს, მაგრამ იმათ სკოლა იყო რომ ზრდიდა და შესაბამის კალაპოტში აქცევდა ქართულ ნიჭს. იმიტომაც იყვნენ ბევრ სპორტში ჩვენები წარმატებულები.
odala
21:08 28-01-2017
0
es ra jadoa tu ra es ukrainuli da rusuli klubebi da mere ert cvenshi xarjva. darchi shvilo mand da aicye evropuli kariera.
levani
20:49 28-01-2017
0

სიახლეები პოპულარული