პსჟ-ის ფორვარდით ნიკა ქუთათელაძით "შახტარი" და კიევის "დინამო" დაინტერესდნენ

AutoSharing Option
უკრაინული Terrikon.com-ის ცნობით, პსჟ-ს 16-წლამდელთა გუნდის ქართველი ფორვარდით, ნიკოლოზ ქუთათელაძით ორი უკრაინული კლუბი დაინტერესდა.

წყაროს ინფორმაციით, ესენი დონეცკის "შახტარი" და კიევის "დინამო" არიან.

აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-ს ფეხბურთელის მამამ, სერგო ქუთათელაძემაც დაუდასტურა, რომლის თქმით უკრაინული კლუბების წარმომადგენლები მას მართლაც დაუკავშირდნენ და ამ ეტაპზე კლუბებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძე პსჟ-ში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ლილიდან" გადაბარგდა. ამ ხნის განმავლობაში მან პარიზულ კლუბში 8 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 8 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
სხვას არავის უნდა ეს შენი 'ტალანტები' და იმაზეც მადლობა თქვით უკრაინა-რუსეთი რომ ინტერესდება. იქაც არ იმსახურებენ ჩვენები თამაშს, იმიტომ რომ ხედავთ რომ იქიდანაც უკან-უკან მიდიან. ისინი უბრალოდ ძველი სტერეოტიპების მსხვერპლი არიან, რომ ქართველი ნიჭიერია, ტექნიკურია და ა.შ. ევროპაში უნდა დაამტკიცო, საბჭოეთში მამა-პაპების ხარჯზე გენდობიან, რომლებმაც სახელი გაითქვეს. ბევრს კი აგინებთ რუსებს და კომუნისტებს, მაგრამ იმათ სკოლა იყო რომ ზრდიდა და შესაბამის კალაპოტში აქცევდა ქართულ ნიჭს. იმიტომაც იყვნენ ბევრ სპორტში ჩვენები წარმატებულები.
odala
28 იანვარი 2017 21:08
0
es ra jadoa tu ra es ukrainuli da rusuli klubebi da mere ert cvenshi xarjva. darchi shvilo mand da aicye evropuli kariera.
levani
28 იანვარი 2017 20:49
0
ჯიბრიანი ბავშვებივით ხართ, ასეთი ტექსტის მერე ვიგულიხმე უკუღმა მოიქცეოდით და იმიტომ დავწერე ასე, რამე დიდებული და ჭკვიანურზე მეტი დავწერე-თქო არ ვიბრალებ, მაგრამ ბევრი ისეთი არ დაგიბეჭდავთ ხოლმე, რომ გამკვირვებია, უკაცრავად ყველასთან , ვისთვისაც ზედმეტი იყო ეს ჩემი უსტარი
GELA 2
28 იანვარი 2017 20:11
0
საიტის ხელმძღვანელობას მივმართავ: ყველა ნაბოდიალებს რომ ბეჭდავთ არა გრცხვენიათ? რა 8 გოლი და 6 პასი? არ დაბეჭდავთ ვიცი , იმიტომ რომ ვითომ ცენზურის დამცველები ხართ. მეტი ჟურნალისტური ინტელექტი ბაბაია, მეტიიიიიიიიი...
GELA 2
28 იანვარი 2017 19:46
0
ეს საბჭოეთი რატომ არ გვეშვება და სულ ყველაფერში გვეპოტინება ვერ ვხვდები
gio
28 იანვარი 2017 19:31
0
საფრანგეთში ნამყოფი ჭაობისკენ რატომ იყურება? იქ უფრო არ შეამჩნევენ ვიდრე უკრაინაში ან რუსეთში. მამამისს თუ შვილის წინსვლა უნდა ევროპიდან არც უნდა გამოახედოს არც ერთ ძველ საბჭოთა რესპუბლიკასა თუ აღმოსავლეთ ევროპისკენ.
ნიკო
28 იანვარი 2017 18:53
0
იმედია არ გადავა. ან ამათ რად უდნათ? როგორც არაბიძე, ოქრიაშვილი, თარგამაძე ათამაშა შახტარმა ალბათ ამასაც ეგრე ათამაშებს არდენით ან დუბლებში ((
dato
28 იანვარი 2017 16:01
0
ხომ კარგად ხართ თვენ ყველა? ჯანმრთელად ვსმისლე?
Iago
28 იანვარი 2017 14:58
0
დაღუპავენ ამ ბიჭსაც,თუ მართლა უკრაინაში ან რუსეთში გადმოიყვანენ.ვიღაცა მიზანმიმართულად ღუპავს ქართული ფეხბურთის მომავალს.
koka
28 იანვარი 2017 14:50
0
რა უბედურებაა უკრიანა რუსეთი უკრაინა რუსეთი ჯადოა თუ რა
vano
28 იანვარი 2017 14:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული