პსჟ-ის ფორვარდით ნიკა ქუთათელაძით "შახტარი" და კიევის "დინამო" დაინტერესდნენ

AutoSharing Option
უკრაინული Terrikon.com-ის ცნობით, პსჟ-ს 16-წლამდელთა გუნდის ქართველი ფორვარდით, ნიკოლოზ ქუთათელაძით ორი უკრაინული კლუბი დაინტერესდა.

წყაროს ინფორმაციით, ესენი დონეცკის "შახტარი" და კიევის "დინამო" არიან.

აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-ს ფეხბურთელის მამამ, სერგო ქუთათელაძემაც დაუდასტურა, რომლის თქმით უკრაინული კლუბების წარმომადგენლები მას მართლაც დაუკავშირდნენ და ამ ეტაპზე კლუბებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძე პსჟ-ში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ლილიდან" გადაბარგდა. ამ ხნის განმავლობაში მან პარიზულ კლუბში 8 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 8 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
რა უკრაინა, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია იქნება აშკარად. იქიდა თავქუდმოგლეჯილი გარბიან ფეხბურთელები.
kika
07:59 28-01-2017
0
isev piari!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული