რუსი კომენტატორი: ასეთი გოლები ყიფიანს, გუცაევს, შენგელიას "დინამოს" სტადიონზე გაჰქონდათ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეკრებაზე მყოფმა მოსკოვის "სპარტაკმა" დღეს, 28 იანვარს, პირველი ამხანაგური მატჩი "ჟილინა II"-თან ჩაატარა და მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა ჯანო ანანიძე, თუმცა ის მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოჩნდა და მატჩის 88-ე წუთზეც გოლიც გაიტანა.

"მახსოვს, ასეთი გოლები ქართველებს ადრე "დინამოს" სტადიონზე გაჰქონდათ - ერთი შეხებით, ლამაზად... ასეთ გოლებს ყიფიანი, შენგელია, გუცაევი იტანდნენ, ჯანო კი ამ ტრადიციას აგრძელებს", - თქვა რუსმა კომენტატორმა ჯანოს გოლზე.
მკითხველის კომენტარები / 6 /
არ დამთავრდება, სანამ ჩვენი სამშომბლიდან არ გაეთრევიან!!!
tngh-s!!
20:46 29-01-2017
0
აღარ უნდა დამთავრდეს ყველაფერზე "რუსოფობიული" პრიზმით ყურება. კომენტატორმა გაიხსენა XX საუკუნის 80-ანი წლების მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ჩვენი საამაყო თბილისის "დინამო" და პირადა ჩემგან, მადლობა მას, რომ არ ავიწყდება და სხვებსაც ახსენებს. თუნდაც "ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების შედარება ჩვენს იმ "დინამოსთან" რამდენად საამაყოა!!!
tngh
15:03 29-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული